x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სოციალურ ქსელში გავრცელებული გულისამაჩუყებელი ისტორია

ყოველთვის მძიმეა ახლობლის დაკარგვა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მდგომარეობის შემსუბუქება, თურმე, შესაძლებელია. პატარა ბიჭმა გარდაცვლილ პაპას წერილი გაუგზავნა... ცაში... და პასუხიც მიიღო.


image


ეს შოკისმომგვრელი ისტორია გერმანიაში, რაინლანდ-პფალცის მხარეში მოხდა. პატარა ფილი ძალიან განიცდიდა საყვარელი პაპის გარდაცვალების ამბავს და ბავშვი მოწყენილი რომ არ ყოფილიყო, მშობლებმა შესთავაზეს, წერილის დაწერა და გაგზავნა. ბავშვმა პატარა ფურცელზე გულისამაჩუყებელი სიტყვები ძლივს გამოიყვანა (ის დაწყებით კლასში სწავლობს). შემდეგ წერილი ჰელიუმოს თეთრ ბუშტს მიამაგრეს და ცაში გაუშვეს. მამამ ფილი დაარწმუნა, რომ მას შეუძლია პაპისთვის კვირაში ერთი წერილის მიწერა და ის აუცილებლად მიიღებდა პასუხს.
მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორი გაკვირვებული იყო მთელი ოჯახი, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს, ფილმა საპასუხო შეტყობინება მიიღო. მან პატარა პაკეტი და დახვეული ფურცელი სახლის პარმაღზე აღმოაჩინა. მასში რბილი სათამაშო და გარდაცვლილის სახელით დაწერილი მოკლე წერილი იყო:

— ჩემო ძვირფასო ფილ! — წერდა მოხუცი — შენი თეთრი ბუშტი ძალიან სწრაფად ამოვიდა ცაში და მე შევძელი წერილის წაკითხვა. მიხარია, რომ ყველაფერი კარგად გაქვს. საჩუქრად მიიღე ეს პლუშის დათვი, რომელიც დაგამშვიდებს, როდესაც მოიწყენ. სიყვარულით, შენი პაპა.

ყველაზე მთავარი ამ ისტორიაში ის არის, რომ ეს წერილი ფილის არც მშობლებს და არც მის რომელიმე ახლობელს არ დაუწერია. მისი მიღების შემგეგ, მშობლები ისეთივე შოკში იყვნენ, როგორშიც მათი შვილი. ბავშვის დედამ, ამ ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ, სოციალურ ქსელში შემდეგი სიტყვები დაწერია: "ვინც არ უნდა იყოთ, დიდი მადლობა!"
რა თქმა უნდა, ეს გულკეთილი ადამიანის ნამოქმედარი იყო, რომელსაც ბავშვი შეეცოდა. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა ადამიანობა შეინარჩუნოს და ასეთი საქციელით, გვერდში დაუდგეს “დაჭრილი" სულის მქონე მეორე ადამიანს.

0
40
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0