x
image
კატაპულტი
იმისათვის,რომ თქვენ და თქვენს ავტომობილს საფრთხე არ შეგექმნათ
image
მაფრთხილებელი ნიშნულების ანთება ავტომობილის ხელსაწყოების დაფაზე ხშირ შემთხვევაში ბევრი მძღოლისთვისაა დამაბნეველი.სიმბოლოები სხვადასხვა ფერისაა და მათგან მეტ ყურადღებას საჭიროებს ყვითლად და წითლად ანთებული ნიშნულები. ესა თუ ის წითლად ანთებული “ჩეკი" გვამცნობს, რომ მანქანის გარკვეულ ნაწილს სერიოზული პრობლემა აქვს, ანუ სასწრაფოდ უნდა მოხდეს მისი აღმოფხვრა.

ქვემოთ მოყვანილია სიმბოლოები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ჩნდება ავტომობილის ხელსაწყოების დაფაზე და მათი მნიშვნელობების ცოდნა აუცილებლად დაგეხმარებათ უსიამოვნო შემთხვევების თავიდან არიდებაში.მაშ ასე:

image
პრობლემა:
ხელის მუხრუჭი ამოწეულია, ან სამუხრუჭე ხუნდები(“კალოდკები") ძალიანაა გაცვეთილი, ან სამუხრუჭე სითხე(“ჟიტკოსტი") არასაკმარისია.

პრობლემის აღმოფხვრა: თუ სიმბოლო ხელის მუხრუჭის განეიტრალებისას არ ქრება, სასწრაფოდ უნდა მიაკითხოთ პროფილაქტიკას, რადგან მუხრუჭებმა ნებისმიერ დროს შეიძლება გიმტყუნოთ და სავალალო შედეგი მიიღოთ.


image

პრობლემა: აკუმულატორი გამოიმუშავებს ნაკლებ ენერგიას, ან დინამოდან არ უბრუნდება საკმარისი ენერგია, რის გამოც ის “ჯდება".

პრობლემის აღმოფხვრა: ერთჯერადად შესაძლებელია მოხდეს აკუმულატორის დატუმბვა, თუმცა აუცილებელია მოხდეს ზუსტი დიაგნოსტიკა და ხელოსნის ჩარევა.

imageზოგიერთ ავტომობილში ეს სიმბოლო არაა და მხოლოდ წყლის თერმომეტრის ნიშნულზე ყურადღების მიქცევით გამოვავლენთ პრობლემას.

პრობლემა:წყლის ტემპერატურა არის ძალიან მაღალი, ამის მიზეზი შეიძლება იყოს სისტემაში წყლის დაკლება( რადიატორიდან, რადიატორის შლანგებიდან ან ავზიდან) ან თერმოსტატის მწყობრიდან გამოსვლა.

პრობლემის აღმოფხვრა:დაკლებული წყლის შემთხვევაში გააჩერეთ მანქანა, გამორთეთ ძრავი, ახადეთ კაპოტი, 15-20 წუთის შემდეგ კი მოხადეთ წყლის ავზს ხუფი, დაელოდეთ წყლის გაგრილებას და ჩაამატეთ წყალი.მიმართეთ უახლოეს პროფილაქტიკას.

image

პრობლემა: ძრავში არ არის საკმარისი ზეთი.ავტომობილის ასე მუშაობა კაპიტალურად დააზიანებს ძრავს.

პრობლემის აღმოფხვრა: გამოვრთოთ ძრავი, დაველოდოთ რამდენიმე წუთი, თუ სიმბოლო არ ჩაქრება, ავტომობილის სახელოსნოში მიყვანა ბუქსირით მოგიწევთ.

image
პრობლემა
:სამუხრუჭე ხუნდები კრიტიკულ ზღვრამდეა გაცვეთილი.

პრობლემის აღმოფხვრა: აუცილებლად უნდა გამოიცვალოს სამუხრუჭე ხუნდები.

image

პრობლემა:ძრავა დაზიანებულია, ან მასთან მიერთებული შლანგებია არასათანადო მდგომარეობაში.ასევე შესაძლებელია, რომ პრობლემა წარმოქმნილი იყოს მაყუჩის(“გლუშიტელის") დაზიანების გამო.

პრობლემის აღმოფხვრა:აუცილებელია მოტორისტმა შეამოწმოს.

image

პრობლემა:მინების საწმენდი წყლის დონე ძალიან დაწეულია.

პრობლემის აღმოფხვრა:წყლის დონის შევსება.

image

პრობლემა:ავზში საწვავის დონე ძალზედ დაბალია.

პრობლემის აღმოფხვრა:ეცადეთ ბოლომდე არასდროს დაიცალოს საწვავის ავზი, შეავსეთ იგი იშვიათად და შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად.


P.S. ბედნიერ და უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!

0
560
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
560
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0