x
image
ალექსანდრე ლექსო
ამერიკაში გამოსცადეს რეკორდული სიმძლავრის უნიკალური იარაღი
ამერიკის შეერთებულ შტატებში კომპანია Lockheed Martin–მა დაამთავრა ახალი ლაზერული იარაღის გამოცდა. იტყობინება გამოცემა Defence Talk.

იარაღის საპროექტო სიმძლავრე 60 კვტ. ია.გამოცდის დროს გაზომილმა სიმძლავრემ 58 კვტ.–ს მიაღწია. წარმატებით ჩატარებული გამოცდა პროექტის დამამთავრებელი ეტაპი იყო. იარაღი ამერიკის არმიის შეკვეთით დამზადდა.

ლაზერულ იარაღს ამზადებს აგრეთვე Boeing, აი მაგალითად დანადგარი HEL MD 10 კვტ.–ის სიმძძლავრით:


image



დანადგარი მუშაობს ტექნოლოგიით, როცა რამდენიმე მცირე სიმძლავრის გამოსხივება გადაეცემა გამაერთიანებელ ბლოკს. იქედან კი უკვე გაერთიანებული მაღალი სიმლავრის სხივი მიიღება.

კომპანია Lockheed Martin–ში ამტკიცებენ, რომ ახალი ლაზერული დანადგარი 50%–ით ნაკლებ ენერგიას ხარჯავს. დანადგარზე მუშაობა 2014 წლიდან მიმდინარეობს.

იარაღის სამხედრო მარაგი გენერატორის ენერგიის მარაგით განისაზღვრება. სანამ ენერგია მიეწოდება დანადგარი მუშაობს. ერთი გასროლის (იმპულსის) ღირებულება ლაზერული იარაღით, რამდენიმაჯერ იაფია, ვიდრე არტილერისტული იარაღით ან ნაღმტყორცნებით.

ამერიკელი სამხედროები აღნიშნავენ, რომ ლაზერული იარაღით შესაძლებელია უპილოტო საფრენი აპარატების, მცირე თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ჩამოგდება. სხივით შეიძლება აგრეთვე დისტანციურად გავანეიტრალოთ ნაღმები. დანადგარის დამონტაჟება შეიძლება მანქანაზე, გემზე, თვითმრინავზე ან სხვა პლატთორმაზე.

12
760
2-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
760
  
17 წელია ჩემი თვალით ვუყურებ ამერიკელებს,ყოველ დღე, თუ როგორ ვარჯიშობენ, არა მარტო ფიზიკურად არამედ იარაღთან, ამათი სიძლიერე მარტო ჯარისკაცის მომზადებაში არ გამოიხატება, ომის მოგებისთვის ჯარისკაცი თითქმის არ ჭირდებათ, სხვა ამბავია მოგებულის შენარჩუნება და წესრიგის დამყარება,სადაც მსხვერპლი ნამდვილად აქვთ. 6 თვის განმავლობაში ამოიღეს უვარგისი ჰამერები და ჩაანაცვლეს 3 სხვადასხვა სახის ჯავშანმანქანებით. ბოდიშის მოხდით,მაგრამ რუსები? ჩვენნაირ ქვეყნებთან მაგრები არიან. ხო პატარა ნამდვილად არა ვარ,56 წელი შემისრულდა უკვე.
2017, 22 მარტი, 15:42
მე თქვენს აზრს ვიზიარებ–ამერიკას უბრალოდ ბომბის გამოცდა სჭირდებოდა და იაპონურ ქალაქებზე გამოცადა.
რაც შეეხება მეორეს სტატია "ყვითელი პრესის" წარმომადგენელს აქვს დადებული, გაღარიბებული ურანი გამოიყენება და ეს არ ნიშნავს, რომ იქ რადიოაქტიური გამოსხივება ხდება აღნიშნული ქობინების გამოყენების მერე.
უბრალოდ ეს ქობინები ახდენს აფეთქების სიმძლავრის გაძლიერებას.
ამერიკული ძირითადი ტანკი აბრამსის ჯავშანიც შეიცავს გაღარიბებულ ურანს.
2017, 22 მარტი, 11:03
პერლ–ჰარბორის გამო ატომური ბომბის გამოყენება საერთოდ არ იყო საჭირო, ეს უბრალოდ ამ ბომბების გაცდა იყო. რაც შეეხება იუგოსლავიას, იხილე:
http://info-balkan.ru/ob-uranovom-podarke-yugoslavii-ot-nato.html
2017, 21 მარტი, 19:55
არა პატარა არა ვარ, თან სამხედრო თემატიკა ჩემთვის მშობლიურია ასე ვთქვათ.
იაპონია დაისაჯა პერლ–ჰარბორის ოპერაციის გამო.
არც მე ვარ მოსურნე მშვიდობიან მოსახლეობაზე ნებისმიერი იარაღის გამოცდისა.
იუგოსლავიაში ატომური ბომბი არცერთი სახით არ გამოუყენებია ამერიკას, ეს აბსურდია.
2017, 21 მარტი, 14:00
შენ პატარა ხარ ალბათ და არ იცი, აიღე და დაგუგლე ამერიკელების საქციელი ხიროსიმასა და ნაგასაკში და სსსრკ და პუტინი მშვიდობის მტრედად მოგეჩვენება. ამერიკელებმა იაპონიაში მშვიდობიან მოსახლებაზე გამოცედეს ატომური ბომბი, ეს არის კაცობრიობის ისტორიში დანაშაული, რომელსაც პატიება არ აქვს და არც ექნება არასოდეს. რაც შეეხება შენს ჩამოთვლილ ქარიშხლებს, ეს უბრალოდ აგრესია იყო, ზუსტად ისეთივე აგრესია როგორც განახორციელა პუტინმა საქართველოს მიმართებაში. კი აგრესიებში ნამდვილად უსწრებს რუსეთს. და კიდევ ერთი საშინელება - აშშ-მ იუგოსლავიაში ისევე მშვიდობიან მოსახლეობაზე გამოცადა მინი-ბინძური ატომური ბომბები.
2017, 20 მარტი, 20:57
საბჭოთა კავშირი არ იყო "კუდამოძუებული", რომ გამოიქცა ავღანეთიდან და ანგოლიდან?
"უდაბნოს ქარიშხალი" გაიხსენეთ, რა უმოკლეს ხანში დაამხო ჰუსეინის რეჟიმი ამერიკულმა საზღვაო ქვეითებმა ავიაციის მხარდაჭერით.
ავღანეთი გაიხსენეთ, თალიბანის ტირანია ერთ კვირაში დაამხო.
სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლი ყოველთვისაა საომარი ომის თეატრში, სამოქალაქო მოსახლეობის გაჟლეტა საბჭოთა და ახლა პუტინის რეჟიმის ხელწერაა...
2017, 20 მარტი, 17:25
სად ნახე მაგათი ბრძოლისუნარიანობა?! რაც თავი მახსოვს მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ. სერიოზულ ძალასთან მაგათ ჯერ არ უომიათ, თუ არ გავითვალისწინებთ ვიეტნამს სადაც საბჭოთა კავშირთან სამარცხვინოდ დამარცხდნენ და აახვიეს.
2017, 20 მარტი, 15:48
კი ბევრია, მაგრამ დღეისათვის ყველაზე გამოცდილი და ბრძოლისუნარიანი არმიაა მსოფლიოში. :))
2017, 20 მარტი, 14:59
გეები ჯარში თუ არ ვცდები უმცროსმა ბუშმა დაუშვა. ტრამპი ცოტა ამრზით უყურებს ამ კატეგორიის ხალხს, მარა არ მგონია აკრძალოს
2017, 20 მარტი, 14:56
ჩვეულებრივი, არალაზერული, საარტილერიო დანადგარი. მცირე ზომის, მსუბუქი თვითმფრინავი
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10