მათთვის ვისაც სახალისო ფსიქოლოგიური ტესტები უყვართ, გთავაზობთ ხილის ტესტს, რომელსაც საკმაოდ ხშირად იყენებენ ფსიქოლოგები.
მოცემული ფოტოდან არიჩიეთ თქვენი საყვარელი ხილი და წაიკითხეთ რა გელით უახლოეს მომავალში.
თუ ანანასს აირჩევთ:
თქვენ ინტრიგებით დატვირთული პერიოდი გელით, თუმცა მოგეცემათ საშუალება თავიდან აიცილოთ უსიამოვნო მომენტები, მთავარია ამ შესაძლებლობის გამოყენება შეძლოთ. სცადეთ საკუთარი თავი სხვა ამლუაშიც გამოსცადოთ, ნუ შეგეშინდებათ სიახლეების.
თუ აირჩევთ კივს:
თქვენ წინ გელით სიტუაცია, რომელშიც მოგიწეევთ სერიოზული გადაწყვეტილება მიიღოთ. შესაძლოა ეჭვებმა შეგიპყროთ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში გონების მობილიზებას შეძლებთ.
თუ ყურძენს აირჩევთ:
თქვენ წინ საინტერესო საღამოს გატარება გელოდებათ, თქვენ ისიამოვნებთ მეგობრების სასიამოვნი კომპანიით, ასევე შეიძენთ ახალ ნაცნობებს, ეს ყველაფერი დადებითი ენერგიით დაგმუხტავთ.
თუ მწვანე ლიმონს აირჩევთ:
თქვენ დიდი რაოდენობით ვნებას გადმოგცემენ, ეს დიდი ალბათობით იმ შემთხევაში მოხდება თუ სასიყავრულო პარტნიორი ჯერ არ გყავთ, მაგრამ თუკი მეორე ნახევარი გყავთ, მაშინ თქვენს ურთიერთობაში “ცხელი” შტრიხები შემოიჭრება.
თუკი ვაშლს აირჩევთ:
თქვენ საქმიან სფეროში წარმატებას მიაღწევთ, ახლავე შეგიძლიათ დაიწყოთ მზადება წარმატებისთვის.
თუ ბანანს აირჩევთ:
მაშინ თქვენს ცხოვრებაში ღირებულებების გადაფასება მოგიწევთ, თქვენთვის უამრავი შესაძლებლობის კარი გაიხსნება და აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.
თუ ფორთოხალს აირჩევთ:
თქვენ წინ ნანატრი მოგზაურობა გელით, როგორც იქნა აიხდენთ ოცნებას. მოგზაურობისთვის მომზადება ახლავე შეგიძლიათ დაიწყოთ, რადგან დრო სწრაფად გადის.
თუ ყვითელ ლიმონს აირჩევთ:
წინ ახალი და დიდი ხნის წინ დაგეგმილი შენაძენი გელით. ამისთვის ფულს დიდი ხანია აგროვებთ, სურვილის ასრულების დრო დგება!