მხატვრობა იაპონელი პენსიონერი Excel –ში შესანიშნავ სურათებს ქმნის 2017, 19 მარტი, 10:47
ტაცუო ხორიუჩი - 76 წლის იაპონელი პენსიონერია. მას დიდი ხანია უნდოდა ესწავლა კომპიუტერზე ხატვა, მაგრამ სიძვირის გამო ვერ შეძლო გრაფიკული რედაქტორის ყიდვა. მაშინ მან დაიწყო ხატვა ელექტრონულ ცხრილებში და მას გამოდის ნამდვილი შედევრები!
როდესაც იაპონელი ტაცუო ხორიუჩი გავიდა პენსიაზე, მან გადაწყვიტა, რომ სწორედ ეხლა არის დრო დაკავდეს რაიმე საინტერესოთი და აისრულოს რაიმე ოცნება. მან იყიდა თავისთვის კომპიუტერი, დაიწყო მისი შესაძლებლობების შესწავლა და იგრძნო მიდრეკილება მხატვრობისკენ.
ტაცუომ ის-ის იყო დაიწყო Paint-ს ათვისება, მაგრამ იმედგაცრუებული დარჩა მისი შესაძლებლობებით. კომპიუტერში ხატვისათვის და ნახატების დამუშავებისათვის უფრო მეტად წინ წასაწევად, საჭირო იყო გრაფიკული რედაქტორი, მაგრამ მას არ ქონდა სახსრები. ამ დროს მან მიაქცია ყურადღება კომპიუტერზე დაყენებულ Microsoft Office პროგრამების პაკეტს.
მისი ინტერესი მიიპყრო არა ტექსტურმა რედაქტორმა Word-მა, რომელსაც ბევრი იყენებს ნახატების შესაქმნელად, არამედ Excel-ს ელექტრონულ ცხრილებთან სამუშაო დანართებმა. 10 წელი ხვეწდა ის თავის ოსტატობას. მისი მცდელობის შედეგი კი არის არაჩვეულებრივი სილამაზის სურათები.
50 1-ს მოსწონს
|