ხალი- (იგივე ნევუსი) კანზე არსებული შემოსაზღვრული პიგმენტური ლაქაა. ის პრაქტიკულად ყველა ადამიანს აქვს და კანის განვითარების ანომალიად მიიჩნევა. ხალი ჩვეულებრივ, გამოვლინდება ბავშვობაში ან მოზარდობის პერიოდში, ასევე ჩნდება ორსულობის დროს. მისი მიზეზია მელანოციტების (პიგმენტური უჯრედების) გადანაცვლება ქსოვილების სიღრმიდან კანის ზედაპირისაკენ. მისი მიკროსკოპული შენება და გარეგნული სახე საკმაოდ მრავალფეროვანია. ხალი წარმოადგენს სხვადასხვა ზომის ბრტყელ ან კანის ზედაპირიდან მეტ-ნაკლებად წამოწეულ მოყავისფრო-მოშავო ოვალური ან მომრგვალო ფორმის ლაქას. მისი ზედაპირი უმეტესად გლუვია, ხშირად მეჩხერადაა დაფარული თმის ღერებით. ზოგიერთი ხალი თითქმის შეუმჩნეველია, ზოგის ზომა 1.5-2 სანტიმეტრს და მეტსაც კი აღწევს. თუ ხალი კოსმეტიკურ პრობლემას არ ქმნის, მას ყურადღებას არავინ აქცევს. არადა, მათზე დაკვირვება აუცილებელია, რათა არ გამოგეპაროთ მათი მელანომად გადაგვარება.
სხეულსა და სახეზე მიმზიდველი ხალები ყოველთვის იპყრობენ გარშემომყოფთა ყურადღებას. ამბობენ, რომ ხშირად უსიტყვოდაც შეიძლება მათი მიხედვით განვსაზღვროთ ესა თუ ის პიროვნება. მოდი ვნახოთ რას მეტყველებს თქვენზე თქვენი ხალი, თუ რომელიმე მათგანი ამ შვიდ ადგილას აღმოგაჩნდათ.
1. ხალი წარბის გარეთ. მსგავს ადგილას ხალი უმეტესად აქვთ ადამიანებს, ვისაც უყვარს მოგზაურობა და გამორჩევიან ღია შესაძლებლობებით.
2. ხალი ცხვირის ცენტრში. ხალი მსგავს ადგილას მიუთითებს კარიერისტ ადამიანებზე, რომელთაც აქვთ ჰარმონიული სამსახური, ზრდადი ხელფასი და წინსვლა.
3. ხალი წარბის ქვეშ. ხალი წარბის ქვეშ მიუთითებს ადამიანზე, რომელსაც აქვს ადაპტირების უნარი და ადვილად შეუძლია საერთო ენის გამონახვა. აქვთ ასევე ძალა ლიდერობის, რომელსაც ყოველთვის ენდობიან.
4. ხალი ტუჩთან. ხალი ტუჩთან ძირითადად აქვთ ადამიანებს, რომლებიც გამოირჩევიან კომუნიკაბელურობით, ამავდროულად კი ის მათი მიმზიდველობის იარაღია. როგორც წესი, პოპულარობით სარგებლობენ მეგობრების წრეში და აფასებენ ხარისხს.
5. ხალი ყვრიმალზე (ლოყის თავი). როგორც წესი, მსგავს ადგილას ხალი მახასიათებელია ძლიერი ადამიანისა, რომელიც ლიდერია გუნდში და ფლობს შესაძლებლობას მიაღწიოს მაღალ მატერიალურ მდგომარეობას.
6. ხალი ხელისგულზე. ხალი ხელისგულზე აქვთ ადამიანებს, ვისაც არ ემუქრებათ ფინანსური პრობლემები, რადგან კარგად არიან გათვითცნობიერებულნი ეკონომიკის საკითხებში და აქვთ ასევე მიდრეკილება სტაბილურობისკენ.
7. ხალი ფეხისგულზე.
ხალი ფეხისგულზე ახასიათებთ მოგზაურობისა და სიახლეების მოყვარულ ადამიანებს, რომელთაც სიამოვნებას უცხო და ახალი გარემო, სხვადასხვა კერძები და ურთიერთგაცვლა ანიჭებთ.
იხილეთ აგრეთვე:
● იცოდით, რომ ბევრი ხალი ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის ნიშანია?