სხვა საინტერესო ფაქტები ყვავილების შესახებ 2017, 21 მარტი, 10:37 რა ვიცით ყვავილებზე? ეს – ლამაზი მცენარეებია, რომლებიც დინოზავრების ეპოქაში გაჩნდნენ და ყოველთვის, ყველა ეპოქაში, ადამიანებს მეგზურობას უწევდნენ. არის ყვავილები, რომელიც სახელმწიფოების ეროვნული სიმბოლოებია, არის ისეთიც, გრძნობების და ადამიანისადმი დამოკიდებულების გადმოსაცემად რომ გამოიყენება. მაგ., სიყვარულის აღიარების, ერთგულების, მეგობრობის, პატივისცემის, ღალატის, ხსოვნის... * პირველად ყვავილების მოშენება და გამრავლება, 4000 წლის წინ, ძველმა ეგვიპტელებმა დაიწყეს.
* ძველი ლეგენდის თანახმად, მიხაკი პირველად გოლგოთაზე ამოვიდა, ქრისტეს ჯვარცმის დროს, იქ სადაც ღვთისმშობლის ცრემლები დაეცა. * ძველი არაბული ლეგენდის თანახმად, 612 წ. მუჰამედმა ომი დაიწყო ისრაელის წინააღმდეგ და საბრძოლველად წასულმა, მეუღლე აიშანი სახლში დატოვა. რომელიც ახალგაზრდა მამაკაცს ხვდებოდა, ვიდრე ქმარი გვერდით არა ჰყავდა. დაბრუნებულ მუჰამედს უთხრეს ცოლის ღალატის შესახებ, თუმცა მან არ დაიჯერა. მაშინ ხალხმა ურჩია, ცოლისთვის წითელი ვარდები მიერთმია და თუ გაყვითლდებოდა – ე. ი. აიშანი ღალატობდა. მუჰამედი ასეც მოიქცა, ცოლს ვარდები აჩუქა. ამ საქციელმა მისი მეუღლე აღაფრთოვანა და უფრო დიდ ხანს რომ არ დამჭკნარიყო ყვავილები, ეზოში, აუზში ჩააწყო. დილით ყველა ვარდი ყვითელი იყო. იქიდან მოყოლებული, ყვითელი ვარდები ღალატის სიმბოლოდ ითვლება. * ამაზონის ვიქტორია – ყველაზე დიდი წყლის მცენარეა დედამიწაზე. აქვს დიდი ზომის ფოთლები. რომლის დიამეტრი, შეიძლება, 2 მ-მდე გაიზარდოს. ფოთოლს ქვემოდან მსხვილი ღერო აქვს და მას 50 კგ-მდე ტვირთის გაძლება შეუძლია. * ტიტა – სიყვარულის, სიცოცხლის და უკვდავების სიმბოლო არის. მის შესახებ ინფორმაცია კონფუცის ეპოქიდან არსებობს. იყო დრო, როდესაც ჰოლანდიაში ტიტის ხსენებაც არ იყო. ის ამ ქვეყანაში, XVI საუკუნეში, თურქეთიდან შეიტანეს. იმ დროს ტიტა ძალიან ძვირი იყო, იმაზე ძვირი, ვიდრე ძვირფასი მეტალები და ქვები. მცენარის ერთი ბოლქვი, დღევანდელი კურსით, 2 დოლარზე მეტი ღირდა! ტიტა – ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ზრდადი მცენარეა. დღე-ღამის მანძილზე, საშუალოდ, 2 სმ-ით იზრდება. * გერმანიაში, ჰილდესჰაიმის ტაძრის გვერდით, ყველაზე მხცოვანი ვარდების ბუჩქი დგას. მისი ასაკი 1 000 წელს აღემატება, ხოლო სიმაღლე – თითქმის, ტაძრის სიმაღლეს უტოლდება. * ვარდი – აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეროვნული ყვავილი არის. * ვარდის ზეთი მამაკაცების პარფიუმერიის 46% და ქალის პარფიუმერიის 98% შედის. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ პარფიუმზეთისთვის მხოლოდ ორი სახეობის ვარდი — დამასკური ვარდი და ცენტრიფოლია (იგივე ასფურცელა ვარდი) გამოიყენება.
* ძველი ბერძნული ლეგენდის მიხედვით, პიონებს სახელი ექიმის საპატივცემულოდ დაერქვა, რომელიც ომში დაჭრილ ღმერთებს და ადამიანებს მკურნალობდა. ჩინეთში პიონს ეროვნულ სიმბოლოდ მიიჩნევენ და მას სხვადასხვა მაგიურ თვისებებს აწერენ. ითვლება, რომ ბოროტი სულები ამ ყვავილის მარტო სუნს კი არა, გამოსახულებასაც ვერ იტანენ. * კესანეს თითქმის ყველა ენაზე ერთნაირად ეძახიან: ინგლისურად – forget-me-not, გერმანულად – Vergimeinnicht, ფრანგულად - ne-m'oubliez-pas, რუსულად – Незабудка ანუ არ დამივიწყო. ლეგენდის თანახმად, ყვავილი ცისფერთვალება ეგლეს ცრემლებზე ამოვიდა, რომელიც თავის საქმროს ლიკასს დააშორეს. ეგლე და ლიკასი მწყემსები იყვნენ. ლიკასმა ბიძისგან მემკვიდრეობა მიიღო და სახლში უნდა დაბრუნებულიყო. ეგლეს კი ეშინოდა, რომ გამდიდრების შემდეგ, ის ღარიბ გოგონას დაივიწყებდა და დამშვიდობებისას ტირილი დაიწყო. იქ სადაც ცრემლი ეცემოდა, მისი თვალების ფერი ყვავილები ამოდიოდა. გოგონამ დაკრიფა ყვავილები და ლიკასს მისცა და ლიკასი მიხვდა, თუ რას განიცდიდა გოგონა და მან ყვავილს: «არ დამივიწყო» დაარქვა. ყვავილის სამეცნიერო სახელი «Myosotis», ანუ «თაგვის ყური» არის. * ქრიზანთემა იაპონიის ეროვნული სიმბოლო არის. ის ქვეყნის ჰერბზე და იარაღზე არის ასახული და მის საპატივცემულოდ, ყოველი წლის 9 სექტემბერა, ფესტივალი იმართება. * გეორგინა – პატივისცემის და მეგობრობის სიმბოლო არის.
* ველვიჩიას მხოლოდ 2 ფოთოლი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია 100 წელი იცოცხლოს. ფოთოლი წელიწადში 5-8 სმ-ით იზრდება, დღეს ცნობილი მცენარის ყველაზე დიდი ფოთლის ზომა – 8, 2х2 მეტრი არის.
გარდა ამისა, ყაყაჩო ოცნების და ხსოვნის ყვავილადაც ითვლება.
გალებისთვის ია უბიწობის და მოკრძალების სიმბოლოდ ითვლებოდა. ხოლო ტულუზაში, ფრანგები პოეტურ შეჯიბრებს აწყობდნენ და მთავარი პრიზი, ოქროს ია იყო.
* ადამიანები, რომლებიც რეგულარულად შეისუნთქავენ ვარდის არომატს, მეგობრულები არიან, არ უყვართ სხვისთვის თავის მობეზრება და ირგვლივმყოფების სიმპათიას იწვევენ, აქვთ ღია ფერის თანაბარი აურა.
* რაიმონდის პუია (ლათ. Púya raimóndii) სამხ. ამერიკაში ხარობს. ის მხოლოდ ერთხელ ყვავდება, როდესაც 150 წელი უსრულდება და ამის შემდეგ, მაშინვე ჭკნება. * თანამედროვე ქსოვილების გაჩენამდე, სამაშველო ჟილეტებში მზესუმზირის ღეროებს იყენებდნენ. * ზოგიერთი ყვავილი საკვებად გამოიყენება. მაგ., ბაბუაწვერას და ქრიზანთემას სალათებში იყენებენ, ვარდკაჭაჭას ყავის ჩანაცვლება შეუძლია, ხოლო ლოტოსის ფესვებს ფქვავენ და სუპებს ხარშავენ.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * ია მარტოობის ყვავილია? ლეგენდა შექმნის და მისი სასარგებლო (ფერების მიხედვით) თვისებების შესახებ * სილამაზე, რომელიც კლავს (შხამიანი სახლის მცენარეები) * უნიკალური სახლის მცენარე, რომელიც მავნე ბაქტერიებს და პარაზიტებს ებრძვის და ჰაერს ასუფთავებს * ჟანგბადის ბომბები! – ეს მცენარეები ყველა სახლში უნდა იყოს! 2210 9-ს მოსწონს
|