ტენდენციები 9 მოდური ტრენდი, რომელიც 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე იქნება აქტუალური 2017, 18 მარტი, 19:48 1. დიდი სახელოები
ეს ტრენდი უბრალოდ აღაფრთოვანებს ყველას. დიდი სახელოები სილუეტს უფრო მომხიბვლელს და ქალურს ხდის.
2. ასიმეტრია ასიმეტრია ერთ-ერთი ყველაზე თამამი მოდური ტენდენციაა. ეს ტრენდი მათთვისაა, ვისაც თავისუფალი ფორმები მოსწონს, შესაძლებელია ტრენდის კლასიკურად ინტერპრეტაციაც. 3. ყვითელი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული ფერი ყვითელია. ეს ანტიდეპრესანტული ფერია მათთვის, ვინც ზამთრით დაიღალა და ზაფხულის თბილ დღეებზე ოცნებობს. თვალი მოავლეთ თქვენს გარდერობს და გადაარჩიეთ ყვითელი ტანისამოსი, ნამდვილად დაგჭირდებათ. 4. ე.წ. სექსუალური ფეხები რა უნდა იყოს გრძელ კაბაზე ღრმა ჭრილზე სექსუალური? ვარსკვლავები უფრო და უფრო ხშირად იცვამენ მსგავს კაბებს, დიზაინერები კი უფრო და უფრო აძლევენ ფანტაზიას გასაქანს. 5. ყვავილოვანი პრინტი რა თქმა უნდა, გაზაფხულზე აქტუალური იქნება ყვავილოვანი პრინტიც. ეს პრინტი ყველანაირ ტანსაცმელს უხდება: ჰაეროვან თუ ტანზე მჭიდროდ მომდგარ კაბებს, კოსტუმებს, შორტებს... 6. ფურფუშები ფურჩალები და ფურფუშები ყოველთვის დახვეწილი ქალურობის სიმბოლო იყო, ის ხიბლს სძენს ნებისმიერ ლუქს. მთავარია, ასეთი სამოსის შერჩევისას გაითვალისწინოთ თქვენი ფიგურა. 7. ბრჭყვიალა და მბზინვარე სამოსი ასეთი სამოსი ფრთხილად უნდა აარჩიოთ, ისე, რომ ძალიან მძიმე ლუქი არ გამოგივიდეთ. თუ სწორად აარჩევთ, დახვეწილი და გემოვნებიანი გამოჩნდებით. 8. მეტალი მეტალისებური კაბები თვალწარმტაც იმიჯს შეგძენთ. მთავარია, ასეთი სასმოსი აქსესუარებით არ გადატვირთოთ და არ შეგეშინდეთ იმის, რომ კაბა თქვენს გარშემო ისე აირეკლავს ყველაფერს, როგორც სარკე. 9. მცირე ჭრილი სტილისტები გირჩევენ, რომ არ შეგეშინდეთ თქვენი სხეულის ცოტა მეტად გამოჩენის, მაგრამ უნდა იცოდეთ განსხვავება გემოვნებიანად ჩაცმასა და ვულგარულობას შორის. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შეიძლება, ასევე დაგაინტერესოთ: 2017 წლის 6 მთავარი მოდური ტენდენცია 286 1-ს მოსწონს
|