x
image
ფიქრია ჯიქია
„Victoria`s Secret“-ს ანგელოზები: ყველაზე სექსუალური მოდელები, რომლებიც დეფილეებზე გამოვიდნენ ბრილიანტებით მორთული კოსტუმებით

image

Victoria`s Secret -ს ანგელოზები: სუპერმოდელები, რომლებსაც ბრილიანტით მორთული ბიუსტჰალტერების დემონსტრირების პატივი ერგოთ.


„Victoria`s Secret“-ს იმპერია - ეს არა მარტო ქალის თეთრეულის მწარმოებული ცნობილი ბრენდია, ეს სილამაზის, ფუფუნების და სექსუალურობის ინდუსტრიაა. მოდების ყოველწლიური ჩვენებები - ბიუსტჰალტერების დემონსტრაციაა Very Sexy Fantasy Bra სერიიდან, რომელთა ღირებულება მილიონობით დოლარს ითვლის. მოდელებს, რომელთაც აქვთ ამის პატივი, ეძახიან ანგელოზებს.

სამჯერ პოდიუმზე: ჰაიდი კლუმი და ადრიანა ლიმა

image

სუპერმოდელი ჰაიდი კლუმი

ჰაიდი კლუმი შევიდა ვიქტორია სიქრეტის ისტორიაში, რამდენადაც მას სამჯერ ერგო ძვირფასეულობით მოქარგული ბიუსტჰალტერებით პოდიუმზე გასვლის პატივი. მისი დებიუტი შედგა 1999 წელს «Millennium Bra»-ს მოდელით, რომელიც იმ მომენტისთვის ყველაზე ძვირფასი იყო ბრენდის ისტორიაში (ღირებულება - 10 მილიონი აშშ დოლარი), საერთოდ ვიქტორია სიქრეტის ბრენდთან გერმანელი მოდელი თანამშრომლობს 13 წელი.

image

სუპერმოდელი ადრიანა ლიმა

ადრიანა ლიმა - რეკორდსმენია ვიქტორია სიქრეტთან თანამშრონლობის ხანგრძლივობით. წარმოშობით ბრაზილიელმა, ამ ბრენდთან პირველ კონტრაქტს ხელი მოაწერა 1999 წელს და მას შემდეგ რეგულარულად უკეთებს რეკლამას ამ სავაჭრო მარკის ქალის თეთრეულს. ძვირფასეულობით გაფორმებულ ბიუსტჰალტერებში ის სამჯერ გამოვიდა დეფილეზე: შავ-თეთრ კომპლექტში «Black Diamond» („შავი ბრილიანტი“), რომელიც ბრილიანტებით და ლალის თვლებით იყო მორთული (2008 წელი, 5 მილიონი აშშ დოლარი), «Bombshell» - ტოპაზებით და საფირონის თვლებით მოქარგული (2010 წელი 2 მილიონი აშშ დოლარი) და ბიუსტჰალტერი «Dream Angels Fantasy Bra» (2014 წელი 2 მილიონი აშშ დოლარი).

ჟიზელ ბუნდჰენი და ალესანდრა ამბროსიო - Very Sexy Fantasy Bra - ში ორჯერ.

image

სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი

ჟიზელ ბუნდჰენი - ბრაზილიელია. ბედმა აჩუქა მას შანსი მოდის ინდუსტრიაში გამოეცადა თავი და მან წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწია. ის გახდა ყველაზე უზრუნველყოფილი სუპერმოდელი მსოფლიოში. ჟიზელი იყო ვიქტორია სიქრეტის ანგელოზი 2006 წლიდან. მოგვიანებით ბრენდმა უბრალოდ ვერ შეძლო მისი მომსახურების ანაზღაურება გადაჭარბებულად ძვირი ჰონორარის გამო, რომელსაც მოდელი ითხოვდა. ჟიზელი ორჯერ გამოვიდა პოდიუმზე: პირველად 2000 წელს - ბიუსტჰალტერში «Red Hot» (15 მილიონი აშშ დოლარი), მეორედ 2005 წელს - «Sexy Splendor» (12, 5 მილიონი აშშ დოლარი). დღეს ჟიზელ ბუნდჰენი ცნობილია არა მარტო როგორც სუპერმოდელი, ის ასევე ერთ-ერთი წამყვანი საზოგადო მოღვაწეა, ის აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ამაზონის ტყეების აღდგენაში და ბრაზილიის წყლის რესურსების დაცვაში.

image

სუპერმოდელი ალესსანდრა ამბროსიო

ალესანდრა ამბროსიო „ანგელოზის“ ტიტულს ატარებს 2001 წლიდან. დღეს ის ერთ-ერთი ცნობილი მოდელია არა მარტო ბრაზილიაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ბრილიანტის ბიუსტჰალტერში გამოსვლის პატივი მას ერგო ორჯერ: 2012 და 2014 წლებში. პირველად ეს იყო ყვავილების კომპოზიცია, გაფორმებული ამეთვისტოს, საფირონის, ლალის და ბრილიანტის თვლებით (ღირებულება - 2, 5 მილიონი აშშ დოლარი), მეორე - თეთრეულის კომპლექტი, ლალის თვლებით მოქარგული (ღირებულება 2 მილიონი აშშ დოლარი).


image

ადრიანა ლიმა და ალესანდრა ამბროსიო

მირანდა კერი - პირველი ავსტრალიელია „ანგელოზებს„ შორის.

image

სუპერმოდელი მირანდა კერი

მირანდა კერი Victoria’s Secret -ს ანგელოზების რიგებში იყო 2007 დან 2013 წლამდე. 2011-ში ის პოდიუმზე გამოვიდა «Treasure»-ს მარგალიტებით, აქვამარინით, ციტრინით და ბრილიანტებით მოქარგული, ასევე ოქროთი გაწყობილი ბიუსტჰალტერით (კოსტუმის ღირებულებამ შეადგინა 2.5 მილიონი აშშ დოლარი).

ქენდის სვეინპოლი - აღმოსავლეთ აფრიკელი „ანგელოზი“

image

სუპერმოდელი ქენდის სვეინპოლი

ქენდის სვეინპოლი - პირველი მოდელი სამხრეთ აფრიკიდან, რომელმაც მიაღწია ვიქტორია სიქრეტთან კონტრაქტის დადებას. 2010 წლიდან დღემდე ის ირიცხება ანგელოზების რიგებში, 2013 წელს პოდიუმზე გამოვიდა ბიუსტჰალტერის და სარტყლის კომპლექტით (ღირებულებით 10 მილიონი აშშ დოლარი). ამ მოდელის ბედი ასევე გავს ზღაპარს: ნიუ იორკში ის გადავიდა 15 წლის ასაკში მიწვევით, რომელიც მიიღო ერთერთი ამერიკული სამოდელო სააგენტოდან. სააგენტოს წარმომადგენელთან შეხვედრა მოხდა შემთხვევით სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ ძველმანების ბაზრობაზე.























0
89
1-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0