x
image
Maia kordzadze
რა საიდუმლოებას მალავს მწვანეში ჩაფლული პატარა სოფელი ბრილი
სუფთა ჰაერი, არაჩვეულებრივი ბუნება, ცივი მიწისქვეშა დასალევი წყაროები, ეკოლოგიურად ჯანსაღად მოყვანილი პროდუქტი, სტუმართმოყვარე და თბილი ხალხი.რა უნდა უნდოდეს ადამიანს მეტი იმისთვის, რომ დიდხანს და ბედნიერად იცხოვროს, მაგრამ არა..-დაიცალა სოფელი.

სოფელი ბრილი ხაშურის რაიონში მდებარეობს.იქ გატარებულმა ორმა დღემ დიდი შთაჭდილება მოახდინა ჩემზე და დამაფიქრა იმაზე თუ რატომ იცლება საქართველოში სოფლები და რა არის ამის მიზეზი

1014 წლის მონაცემებით სოფელში 313 კაცია დაფიქსირებული.ბრილი თურმე ჯერ ამირეჯიბს ეკუთვნოდა, შემდეგ ნასოფლარს დაუფლებია საქაშათელი დიასამიძე, რომელმაც 1689 წელს წმინდა ნინოს ეკლესია ააშენა.

ჩრდილო-აღმოსავლეთით დგას XI ს-ის ღვთისმსობლის ეკლესია, რომელიც კეთილი ხალხის თანადგომითა და თაოსნობით იქნა აღდგენილი.ეკლესია კრამიტის ორფერდა სახურავითაა გადახურული.


image


imageimage

აქ შემორჩენილია XVIII ს-ის მოხატული ფრაგმენტები-წმინდამამათა ფიგურები, რომლებსაც ახლავს დაზიანებული ასომთავრული წარწერები.image



image
ტაძარი მოქმედია და წირვა-ლოცვებიც სისტემატურდ ტარდება.აქ მრევლს ძირითადად ბავშვები და ქალები წარმოადგენენ.

image
image
ულამაზესი ხედი იშლება ტაძრის ეზოდან, რომელის კრამიტის გალავნითაა გატშემორტყმული.

image

image
იებითა და ყოჩივარდებით შემოსილ ფერდობზე დგას XI ს-ის ფერიცვალების სახელობის ეკლესია.აქ არაჩვეულებრივი ხედებით შეიძლება დატკბეს ადამიანი.

image



imageimageimage


იქ მყოფი შავი ბერები საგაზაფხულო სამუშაოებით იყვნენ დაკავებულნი.რაშიც ჩვენც ჩვენი პატარა წვლილი შევიტანეთ...


იქიდან წამოსვლისას ულამაზესი ნაკადულით დავინტერესდით და აღმოჩნდა, რომ ზამთარში უხვწყლიანი ეს პატარა მდინარე, ზაფხულობით თურმე მიწისქვეშეთში იკარგება. მონათხრობიდან გავიგეთ, რომ სოფელში ადრე გამოქვებულებიც ყოფილა, მაგრამ კირქვის კარიერის გამო აუფეთქებიათ და დაუნგრევიათ. მოგვიანებით კი კარიერი დახურულა. არავინ იცის რა ხდება აქ.იქნებ დაინტერესდეს ვინმე და

კიდევ ერთ მიწისქვეშა საიდუმლოებას აეხადოს ფარდა


image


ბრილში ცივი, ანკარა წყაროები “მოცანცხარობს''.ამ წყაროებზე გოგლას და შალვა აფხაიძეს ლექსებიც კი აქვთ დაწერილი.


image


სწორედ ბრილში დაარსდა ყოველკვირეული გაზეთი“კვალი"'.აქ არის ნაპოვნიXI ს-ის ოქრომჭედლობის ნიმუში“ბრილის ჯვარი", რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.


image

ადრე სოფელში საშუალო სკოლა ყოფილა და მოსწავლეთა რაოდენობასაც არ უჩიოდნენ, ბავშვების სიმცირის გამო დანგრევის პირას მისული სკოლა არ გარემონტდა და ხაშურის მუნიციპალიტეტმა მათ ახალი, პატარა 4 ოთახიანი სკოლა აუშენა, სადაც დღეს 18 მოსწავლეა. სწავლა აქ მხოლოდ მეექვსე კლასამდეა. სწავლის გაგრძელება ბავშვებს 5 კმ- ში სოფელ ალში უწევთ. არა და მოგეხსენებათ აქ ზამთარი უხვნალექიანია და დაუსახლებელ ადგილის გავლა ნადის მხრივაც საშიშია.მახსოვს ჩემი ახლობელი მიყვებოდა, თუ როგორ დაინახა მან მგლების ხროვა ამ გზაზე და არავინ იცის რა ბედი ეწეოდა, რომ არ დამალულიყო.არა და სოფელს ბევრი ნიჭიერი სწავლას მოწყურებული მოსწავლე ჰყავს.მიუხედავად იმისა, რომ სოფლად ბევრი რამ გაკეთდა.მაგალითად სტადიონი და განათება, მაგრამ კარგი იქნებოდა სათამაშო სკვერის გაკეთებაც.ფაქტი კი ერთია.გზა სჭირდება სოფელს.იქნებ დაინტერესდეს მთავრობა ამითაც და კიდევ ერთი ულამაზესი ქართული სოფელი გადავარჩინოთ დაცლას.

0
472
3-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
472
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0