x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დეპრესიის მიზეზი და მკურნალობის გზები

image

image

სიხარული სხვადასხვანაირი არის – არის სიხარული მშვიდი და ნათელი, რომელსაც ბედნიერება მოაქვს და არის შეუკავებელი, აჟიტირებული, რომელიც სიამოვნების და ეიფორიის განცდას აჩენს. ამ ორ განსხვავებულ სიხარულს, სხვადასხვა ჰორმონები «აკეთებენ»: ეიფორიას — დოფამინი იწვევს, ხოლო მშვიდ სიხარულს — სეროტონინი.
შენიშვნა: თავდაპირველად სეროტონინი ჰორმონი არ არის. ის არის თავის ტვინის ნეირომედიატორი, ანუ ნივთიერება, რომელიც ტვინის იმპულსებს გადასცემს ნერვულ უჯრედებს. ჰორმონი ის, სისხლში მოხვედრის შემდეგ ხდება.


სეროტონინი ტვინის გარდა სხვა ორგანოებშიც არის (კუჭ-ნაწლავში, გულ-სისხლძარღვთა სისტემაში, კუნთებში და ა. შ.), მაგრამ ყველაზე დიდი რაოდენობით, თავის ტვინშია. ის უდიდეს გავლენას ახდენს ტვინის მუშაობაზე: ინფორმაციას გადასცემს თავის ტვინის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში, არეგულირებს უჯრედების მუშაობას, რომლებიც პასუხს აგებენ ადამიანის განწყობაზე, მეხსიერებაზე, სოციალურ ქცევაზე, სექსუალურ მოთხოვნილებებზე, შრომისუნარიანობაზე, ყურადღების კონცენტრაციაზე და ა. შ. თუ ტვინში სეროტონინი საკმარისი რაოდენობია არ არის, შემდეგი სახის სიმპტომები ვლინდება: ცუდი განწყობა, შფოთი, ძალების დაქვეითება, დაბნეულობა, ყველაფრისადმი ინტერესის დაქვეითება, აკვიატებული აზრები, სხვადასხვა სახის ორგანული დაავადების სიმპტომები, სრულიად ჯანმრთელი ორგანოს ფონზე.

ვისაც დეპრესია აქვს, უნდა იცოდეს, რომ ყველა პრობლემის მოგვარება ფსიქოლოგთან ვიზიტით და საუბრით არ შეიძლება და რომ ხანდახან, ადამიანის შინაგანი ქიმიის ჩასწორებაც აუცილებელია… რეალურად ასეც არის — სეროტონინის დონის გაზრდის შემთხვევაში, ადამიანს დეპრესია გაუქრება, აღარ ჩაიციკლება უსიამოვნო აზრებზე და მალე დადგება კარგ განწყობაზე. მას სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდება, უფრო აქტიური გახდება და უსაფუძვლო ორგანული ჩივილებიც გაუქრება.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ სეროტონინი — ანტიდეპრესანტია, რომელიც დეპრესიას აქრობს და ჩვენს ცხოვრებას სიხარულით და ბედნიერებით ავსებს. და აქ ისმის ლოგიკური კითხვა:


როგორ უნდა ავიმაღლოთ სეროტონინის დონე?


I. ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი — მზის სხივებით განათებულ გარემოში ყოფნა არის (მნიშვნელობა არა აქვს გარეთ იქნებით, თუ კარგად განათებულ ოთახში. თუ თქვენზე კარგად მოქმედებს და კარგ განწყობაზე გაყენებთ, შეგიძლიათ დამატებით, ელ. ნათურებიც აანთოთ).
II. ყურადღება მიაქციეთ ხერხემლის პოზას. მოღუნული, მოხრილი ზურგი ამცირებს სეროტონინის გამომუშავების დონეს, ხოლო გამართული და სწორი – ზრდის და ამავდროულად ადამიანის თვითშეფასებას ამაღლებს და მას კარგ ხასიათზე აყენებს.
III. არის პროდუქტები, რომლებიც ამაღლებენ სერატონინის დონეს. საინტერესოა, რომ სერატონინს, როგორც ასეთს, პროდუქტები არ შეიცავს. მათთში არის სულ სხვა ნივთიერება — ამინომჟავა ტრიპტოფანი, რომლისგანაც ორგანიზმში სეროტონინი გამომუშავდება.
რეკორდსმენი, ტრიპტოფანის შემცველობის მიხედვით, არის მაგარი ყველი. მას სულ ცოტათი ჩამორჩება მდნარი ყველი. სხვა პროდუქტების რიგითობა, ამ ამინომჟავას შემცველობის მიხედვით, ასეთია: ხორცი, ქათმის კვერცხი, ოსპი, სოკო ხეთამხალი (კალმახა-სოკო), ლობიო, ხაჭო, ხორბალი და წიწიბურა.
გარდა ამისა, სეროტონინის გამომუშავების ასამაღლებლად საჭიროა В ჯგუფის ვიტამინების შემცველი პროდუქტების მიღება. ასეთებია: ღვიძლი, წიწიბურა, შვრია, სალათის ფოთლები და ლობიო. და კიდევ, მაგნიუმის შემცველი პროდუქტები (რომელიც ასევე ხელს უწყობს სერატონინის გამომუშავებას): შავი ქლიავი, კურაგა, ქატო, ზღვის კომბოსტო. სეროტონინის დონეს ამაღლებს: ბანანი, ნესვი, ფინიკი, გოგრა, ფორთოხალი.
IV. სწორი კვების გარდა, სეროტონინის სხვა წყაროებიც არსებობს. მის ამაღლებას ხელს ფიზიკური ვარჯიშებიც უწყობს. დღეში 20 წუთიანი ვარჯიში (ნებისმიერი) ხასიათზე მოგიყვანთ და კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. თუ არ შეგიძლიათ ვარჯიში — მაშინ უბრალოდ ფეხით იარეთ.
V. ფიზიკური ვარჯიშის გარდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ძილს: იმისთვის რომ სეროტონინის გამომუშავება მოხდეს, კარგად უნდა გამოიძინოთ.

VI. არანაკლებ მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერი, მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობა, ჰობი, საყვარელი მუსიკის მოსმენა... ყველაფერი რაც სიამოვნებას განიჭებთ.


ეს მნიშვნელოვანი არის! მიზეზ–შედეგობრივი კავშირი, ორგანიზმში სეროტონინის რაოდენობასა და კარგ განწყობას შორის, «ორმხრივია»: თუ ამ ნივთიერების დონე მატულობს, კარგი განწყობა იქმნება, თუ კარგი განწყობა გაჩნდა — სეროტონინის გამომუშავება იწყება.

image

P. S. თუ ადამიანი ძალიან ცუდად გრძნობს თავს (ძლიერი სისუსტე, გულის რევის შეგრძნება, ტაქიკარდია, კიდურების კანკალი, ცვალებადი არტერიული წნევა... საკვებზე უარს ამბობს და არც საწოლიდან უნდა ადგომა) და საამისოდ ორგანული საფუძველი არ არსებობს, დიდია იმის ალბათობა, რომ თავის ტვინი სეროტონინის ძლიერ დეფიციტს განიცდის. არ ხდება ნეირონებს შორის იმპულესბის გადაცემა და ტვინი კონტროლს კარგავს ორგანიზმის ფუნქციონირებაზე. ასეთ შემთხვევაში, პაციენტს ანტიდეპრესანტები ენიშნება.

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* რა გავლენას ახდენს ლოცვა, ლანძღვა და უარყოფითი ემოციები ადამიანის ჯანმრთელობაზე

* ნევროზით შენიღბული – დაავადება რომლის დიაგნოსტირება რთულია

* ფოტოთერაპია (მკურნალობა ფოტოსურათებით) (+ ულამაზესი ფოტოები)

* ვამსხვრევთ მითებს დეპრესიის შესახებ

* სუიციდი ორგანული დაავადების შედეგი არის, რომლის პროგნოზირებაც შეიძლება

0
1508
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1508
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0