საბუნებისმეტყველო რატომ აქვთ მამაკაცებს დვრილები? 2017, 16 მარტი, 10:34 ეს შეკითხვა შეიძლება სულელურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენს ორგანიზმში ყველა ორგანო საჭიროა. დვრილები არ არის რუდიმენტები (ფუნქცია დაკარგული ორგანო), რადგან მამაკაცის დვრილებს არასოდეს არანაირი ფუნქცია არა ჰქონია და აქ ისმის კითხვა: მაინც რატომ აქვთ მამაკაცებს დვრილები? საქმე იმაშია, რომ ჩანასახის განვითარების ადრეულ სტადიაზე, მდედრობითი და მამრობითი სქესის ადამიანები, ერთნაირად ვითარდებიან. დაახლოებით, პირველი 14 კვირის მანძილზე, ყველა ჩანასახის ჩამოყალიბება მდედრობითი ხაზით მიდის. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ჩანასახში იწყება ჰორმონების გამომუშავება. ბავშვის მამა, მას X ან Y ქრომოსომს გადასცემს. სწორედ ამ ქრომოსომების ზეგავლენით ყალიბდება ადამიანის სქესი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მომავალი მამაკაცის ჩანასახში, ჰორმონი ანდროსტერონი იწყებს მოქმედებას და ძლიერი სქესისთვის დამახასიათებელი ორგანოების განვითარება ხდება. სწორედ ამ პერტურბაციის (უეცარი ცვლილება) შედეგად, მამაკაცებს დვრილები და მასთან ერთად, მკერდის ცოტაოდენი ქსოვილიც რჩებათ. მამაკაცს, შეიძლება, მკერდის სიმსივნეც კი განუვითარდეს, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: საინტერესო ფაქტები ქალის მკერდის შესახებ უჩვეულო და საინტერესო ფაქტები თავის ტვინის შესახებ 25 უჩვეულო ფაქტი თვალების შესახებ 25 უჩვეულო ფაქტი ადამიანის სხეულის შესახებ 380 10-ს მოსწონს
|