შოუბიზნესი დაშორდა თუ არა ნუკი კოშკელიშვილი ქმარს? 2017, 13 მარტი, 21:38 ფოტომოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, თუმცა საქართველოს წელიწადში რამდენჯერმე მაინც სტუმრობს. ნუკიმ ძველით ახალი წელი სწორედ სამშობლოში გაატარა, საყვარელი მეუღლის გარეშე და ჭორებიც აგორდა. როგორც მოგვიანებით ტელეწამყვანმა განმარტა ბენმა სამსახურის გამო ვერ მოახერხა საქართველოში ჩამოსვლა, წყვილი არ დაშორებულა და მსგავს არც არაფერს გეგმავენ. ჭორები მიწყდა, თუმცა მალევე განახლდა, რადგან ფოტოების მოყვარულმა ნუკიმ სოციალურ ქსელში ბენთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო არ განათავსა. ეს ყველაფერი კი უბრალოდ ჭორები აღმოჩნდა, ბენი "ინსტაგრამის" გვერდზე მეუღლის არაერთ ფოტოს აქვეყნებს, როგორც მარტო გადაღებულს, ასევე ერთად და საკმაოდ ვნებიანსაც. ასე რომ წყვილი კვლავ ერთადაა და ჭორები უსაფუძვლოა. ცოლ-ქმარს ძალიან უნდა შვილები, თუმცა ჯერ ერთად ყოფნით ტკბებიან. ბენი საქართველოს მეორე სამშობლოდ მოიხსენიებს. ნუკი კი თავის დამკვიდრებას ამერკაში ცდილობს. ალბათ ყველამ იცით, რომ ნუკის რჩეული ბენჯი ჩეიმი პროფესიით ექიმია და შესანიშნავად ხატავს. ის 38 წლის გახლავთ. ერთმანეთი სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცვნეს, ნუკიმ ბენს ამერიკაში ჩააკითხა, ურთიერთობა ააწყვეს და დაქორწინდნენ კიდეც. წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა. ნუკი ბოლო დროს ინტერვიუებში პირად ცხოვრებაზე ნაკლებად საუბროსბ, რაც მის ირგვლივ ჭორების გავრცელებას ხელს უწყობს. ფაქტი კი ერთია, წყვილი ერთად ძალიან ბედნიერია და ჩვენს ყველაფერს კარგს ვუსურვებთ... "ეს არის ნამდვილი ფუფუნება", "ძალიან მინდა ბავშვები"-ნუკი კოშკელიშვილი ამერიკულ ცხოვრებასა და ოჯახზე ნუკი კოშკელიშვილი საკუთარ ფეხმძიმობაზე პირველ კომენტარს აკეთებს ნუკი კოშკელიშვილის ზღაპრული ცხოვრება ამერიკაში, როგორ ააწყო პირადი და კარიერა ამერიკელ ბენზე შეყვარებული ნუკი კოშკელიშვილი სხვა მამაკაცებთან ფლირტაობას არ ერიდება ნუკი კოშკელიშვილის ზღაპრული თაფლობის თვე (+ფოტოები და შთაბეჭდილებები) 450 3-ს მოსწონს
|