პროფილაქტიკა ლავანდა-მრავალმხრივი მკურნალი 2017, 13 მარტი, 16:27 სწავლა, მუშაობა, ოჯახური საზრუნავი-ყველაფერი ენერგიის მაქსიმალურად ხარჯვას ით ხოვს. როგორ აღვიდგინოთ ძალა და სრულად დავისვენოთ? ლავანდა რელაქსაციის ერთ-ერთი ყველაზე უბრალო და ტრადიციული საშუალებაა. სას- თუმალთან ლავანდის გამხმარი ყვავილების პატარა კონა დაძინებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ლავანდას აქვს ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმების მომსხნელი, შაკიკის, ან- თების, ჭიებისა და რევმატიზმის საწინააღმდეგო, შარდმდენი, ოფლმდენი, კუჭის სეკრე- ციისა და ნაწლავების მოტორიკის გამაძლიერებელი თვისებები. კუჭის მიდამოში სპაზ- მის დროს 1 ჩაის კოვზ ლავანდის ყვავილებს 1 ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით, 5 წუთი დააყენეთ და გაწურეთ-სამკურნალო ნაყენი მზადაა. რეკომენდებულია დღეში 2 ფინჯანის დალევა. ეს შესანიშნავი მცენარე ხველის დროსაც ეხმარება, ოღონდ ამ შემთ- ხვევაში ლავანდის ზეთს იყენებენ. მის ორ წვეთს 1 ჩაის კოვზ თაფლს ურევენ. შიგნით მიღების დროს ეს ნარევი ბრონქებში ანთების სიმპტომებს ამცირებს. მწერის ნაკბენის დროს ლავანდის ზეთი ტკივილსა და გაღიზიანებას აქრობს. 320 10-ს მოსწონს
|