ფეხბურთი როგორ ემზადება " როსტოველი მზეთუნახავი" მსოფლიო ჩემპიონატზე მასპინძლობისთვის(+ საოცარი ფოტოალბომი) 2017, 13 მარტი, 16:22
33 წლის ტელეწამყვანი და მოდელი ლოპირევა, მსოფლიო ჩემპიონატის ელჩად გვევლინება და თვლის, რომ ეს ჩემპიონატი იქნება ახალი საშუალება, მსოფლიომ სხვა თვალით შეხედოს მის სამშობლოს, რუსეთს. "გვინდა, რომ ხალხმა დაინახოს რუსეთის მეგობრული, გაღიმებული სახე, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ისტორიული მომენტია რუსეთისთვის და ჩემი მშობლიური ქალაქის, როსტოვისთვის. აქ ძალიან ღელავენ, გულდასმით ემზადებიან და იმედოვნებენ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება, როცა ოლიმპიური თამაშები ჩატარდა და ახლაც უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული. თითოეულ ადამიანს სურს სამზადისში მონაწილეობის მიღება. გვინდა, რომ ყველას გავაგებინოთ, რომ რუსეთი მარტო მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი არ არის. ზუსტად ამიტომაა, რომ ჩემპიონატი ქვეყნის 11 ქალაქში ტარდება. ვაპირებთ, სტუმრებს მაღალი დონის მიღება მოვუწყოთ, ისეთი, რომ ყველამ ისიამოვნოს არა მარტო ფეხბურთით, არამედ ასევე კულტურული ღირსშესანიშნაობებით, გემრიელი საკვებით და ყველაფრით, რისი შეთავაზებაც შეგვიძლია". ვიქტორია დაიბადა 1983 წელს როსტოვში. წარმატებით დაამთავრა რუსეთის ეკონომიკური უნივერსიტეტი, სამოდელო კარიერა 1999 წელს დაიწყო. 2001 წელს გახდა "როსტოველი მზეთუნახავი" (გაიმარჯვა ადგილობრივ სილამაზის კონკურსში), 2003 წელს კი გახდა "მის რუსეთი".
აღდგება თუ არა პიტის და ჯოლის ოჯახი? რა ხერხებით ცდილობს ენჯი ქმრის დაბრუნებას აბბი კლენსის ვნებიანი ფოტოსესია - ცოტა რამ მოდელის შესახებ "იყიდება ბეჭედი, რომელსაც სატანა ატარებდა" 729 3-ს მოსწონს
|