ფეხბურთი რა პასუხი გასცა "პარტიზანის" აცრემლებულმა თავდამსხმელმა სერბ "რასისტებს" 2017, 20 თებერვალი, 20:23 აცრემლებულმა დატოვა საფეხბურთო მოედანი "პარტიზანის" ნახევარმცველმა ევერტონ ლუისმა მას მერე რაც ადგილობრივი გუნდის გულშემატკივრებმა მწარედ დასცინეს. დაცინვა კი რასისტულ ხასიათს ატარებდა. 28 წლის ლუისი რამდენჯერაც ბურთს შეეხებოდა, იმდენჯერ გაისმოდა მაიმუნის ხმიანობის მაგვარი შეძახილები. რამდენიმე გულშემატკივარმა კი შეურაცხმყოფელი აბრაც გაშალა თამაშის ბოლოს. ფინალური სასტვენის გაგონებისთანავე ლუისმა შუა თითი მიაშვირა გულშემატკივრების მხარეს. მათაც ეს უნდოდათ. ფართომასშტაბიანი ცემა-ტყეპა გაიმართა და პოლიციამაც იკადრა გამოცოცხლება და ჩხუბის დაშოშმინება, რომ თვალცრემლიანი ლუისი მშვიდობიანად მისულიყო გასახდელამდე. "პარტიზანმა" 1:0 მოიგო. ეს გამარჯვება მას აუცილებლად სჭირდებოდა. ევერტონმა მატჩის დასრულებისას აღნიშნა, რომ ვერ შეძლო ცრემლების შეკავება ამ რასისტული გამოხდომების შემდეგ და ძალიან გაუჭირდა 90 წუთის გაძლება. "უფრო მეტად შოკირებული ვარ მოწინააღმდეგე გუნდის წევრების საქციელით. იმის ნაცვლად, რომ სოლიდარობა გამოეჩინათ ჩემთვის, მხარს უბამდნენ თავიანთ გულშემატკივრებს". "პარტიზანის" მწვრთნელი მარკო ნიკოლიჩია, რომლის ხელმძღვანელობით გუნდი უეფას ევროპის ლიგაში "ზაგლებიედან" გავარდა, ხოლო ჩემპიონატის საწყის ორ ტურში მხოლოდ ქულა აიღო. ნიკოლიჩი "ოლიმპიადან" რასისტული გამონათქვამების გამო გააგდეს. მან ნიგერიელ მოთამაშეს გატანილი გოლის ნაცვლად "შავი იდიოტი" უწოდა. ნიკოლიჩნა აღნიშნა, რომ ლუისი გააღიზიანეს და გამოიწვიეს აღნიშნული ქმედება ჩაედინა. სერბულ ფეხბურთში ბოლო წლებში არაერთხელ ვხვდებით რასისტულ ინციდენტებს. 2012 წელს ინგლისმა მოუგო სერბებს და მატჩის მსვლელობა დაძაბული იყო. იქაც თავი იჩინა რასისტულმა გამოხდომებმა. სერბეთის და იტალიის მატჩისას (2012 წ.) გულშემატკივრების ხულიგნური საქციელის გამო შეჩერებული თამაშისთვის იტალიის გუნდს კი მიენიჭა 3:0 მოგება.
442 3-ს მოსწონს
|