პროფილაქტიკა თქვენ არ გჭირდებათ წამალი - სასწაულმოქმედი ჭარხალი 2017, 13 მარტი, 12:23 1.5 კგ ჭარხალს ვჭრით, თითოეულს 4-5 ნაჭრად და ვასხამთ ორ ლიტრ ცხელ წყალს.
საშუალო ცეცხლზე ვაჩერებთ დაახლოებით ერთი საათი. ვამატებთ 1 სუფრის კოვზ შაქარს
და 1 სუფრის კოვზ ვაშლის ძმარს. ვინახავთ მაცივარში.
დღეში 3-4 ჯერ ყოველი ჭამის წინ 30-40 მლ-ს ვსვამთ და ვაყოლებთ 1-2 ნაჭერ ჭარხალს.
ამ რეცეპტის დახმარებით უამრავ პრობლემას გაუმკლავდებით. -უმჯობესდება სისხლის ხარისხი; -წმენდს ორგანიზმს - შარდის ბუშტს, ღვიძლს; -ამცირებს ათეროსკლეროზის, გულის დაავადების, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის, ოსტეოპოროზის განვითარების რისკს; -ბლოკავს კიბოს უჯრედების ჩამოყალიბებას; -ამცირებს მენოპაუზას; -აძლიერებს სასქესო ჯირკვლების ფუნქციონირებას, ამცირებს იმპოტენციის შანსებს; -აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებს; -წნევას დაბლა სწევს; -ორგანიზმის ამტანობას და ჟანგბადის ათვისებას აძლიერებს; -აქვს გაახალგაზრდავების ეფექტი, რადგან ახალ უჯრედებს წარმოქმნის; -აღდგენს ენერგიას; -აძლიერებს არტერიებს, კაპილარების კედლებს, იოგებს და ძვლებს; -ხელს უშლის სიმსუქნეს (განსაკუთრებით ღვიძლის ცხიმიანობისას). 8599 შეფასება არ არის
|