x
image
მე-ლანქოლიკი
6 პროდუქტი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს
თანამედროვე სამყაროში ყველაზე სახიფათო დაავადება კიბოა. ეს მომაკვდავი დაავადება ყოველ ფეხის ნაბიჯზეა ჩასაფრებული. ჩვენ შეგვიძლია მაქსიმალურად შევამციროთ მისი წარმოქმნის შანსები პროდუქტების მიღებით, რომლებიც იცავენ ორგანიზმს კიბოს უჯრედებისგან.


წითელი ღვინო

ყურძნის ქერქი არის ანტიოქსიდანტი, ხელს უშლის დაბერებას, ებრძვის ვირუსებს და

კიბოს წარმოქმნას. ასევე ხელს უწყობს დნმ-ს აღდგენას.


ნუ მოგერიდებათ, მიირთვით ერთი ჭიქა წითელი ღვინო და გახსოვდეთ, რომ უამრავ

რამეში გეხმარებათ!image


პომიდორი

ადამიანები, რომლებიც ხშირად მიირთმევენ ცოცხალ პომიდორს 50%-ით იმცირებენ

პროსტატის კიბოს წარმოქმნის რისკს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პომიდორი შეიცავს

ლიკოპინს, ნივთიერებას, რომელიც კიბოს უჯრედებს ებრძვის.


შავი მოცხარი და ჟოლო

შავი მოცხარის და ჟოლოს სასარგებლო თვისებები განთქმულია. განსაკუთრებით

სასარგებლოა ქალებისთვის, რადგან ამცირებს საკვერცხეების კიბოს გაჩენის შანსს.


შავი შოკოლადი

აქამდე შეიძლება ეჭვი გეპარებოდათ, თუმცა ახლა შეგიძლიათ დარწმუნებით იცოდეთ -

შავი შოკოლადი მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ებრძვის გულის დაავადებებს, ქმნის

კარგ განწყობას და ამცირებს კიბოს წარმოქმნის საფრთხეს.


ყავა და მწვანე ჩაი

ყოველ დილით სვამთ? ეს ძალიან კარგია, რადგან ჭიქა ყავა და მწვანე ჩაი ნამდვილად

კარგი მეთოდია კიბოსგან თავის დასაცავად.


კურკუმა

ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი სანელებელია. ანელებს დაბერებას, ამცირებს ანთებით

ტკივილებს, სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის და მეხსიერებისთვის, ადვილად

ამარცხებს გაციებას და რაც მთავარია კიბოს ებრძვის. რეკომენდებულია საჭმელებში

ყოველდღიურად გამოყენება.



0
186
1-ს მოსწონს
ავტორი:მე-ლანქოლიკი
მე-ლანქოლიკი
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0