x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139047
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
როცა კედლის მიღმა სიკვდილი ბუდობს

ფრანგული ეგზისტენციალიზმის პიონერი პოლ სარტრი ნაწარმოებში “კედელი" გვიხატავს ესპანური სამოქალაქო დაპირისპირების ფონზე“ ფაშისტური რეპრესიების და ტერორის სიმძიმეს. ფრანსისკო ფრანკოს მოძალდე რეჟიმი სასტიკად უსწორდება ოპოზიციურად განწყობილ თანამოქალაქეებს. ერთ–ერთ კატორღაში გამომწყვდეული განსასჯელების სიცოცხლესთან გამოსალმების ღამე მათ სახეებს აშიშვლებს და კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად ძლიერია ადამიანში სიცოცხლის წყურვილი, რასაც ამდაგვარი რეჟიმები ადამიანებს ერთი ხელის მოსმით უცამტვერებდნენ.
ფაშისტური რეჟიმის მსხვერპლად გამზადებული პატიმრების ნუგეშისცემას ამაოდ ცდილობს ბელგიელი ექიმი, რომელიც ნაწარმოების მთავარი გმირის გაღიზიანებას იწვევს. პაბლო იბიეტას დამნაშავედ მიაჩნია პირსისხლიან რეჟიმთნ შეგუებული ექიმი. განწირული ადამიანების გამხნევების მცდელობა მისთვის აღმაშფოთებელია. სრული აპათიით შეპყრობილი პაბლო რაღაც რთულად ასახსნელს გრძნობს, თუმცა ეს არაა მოახლოებული აღსასრულისადმი პანიკური შიში ან შოკი.


image

იბიეტას თავდაც გაჰკვირვებია, მაგრამ არ ებრალება მოსაკლავად გამზადებული სიცოცხლის წყურვილით სავსე ახალგაზრდა. ასევე არ ეცოდება ძველი, დევნილი მეგობარი და ერთბაშად ქრება მასში ყოველგვარი სანტიმენტალიზმი. მოულოდნელად აცნობიერებს, რომ არაფერს გრძნობს ქალისადმი, რომელთან ერთადაც მთელი სიცოცხლე განვლო. მას უჭირს ამ ყველაფრის ახსნა, თუმცა ქვეშეცნეულად ხვდება, რომ ეს ინდიფერენტიზმი აღასრულის შეგრძნებამ მოგვარა. ეს ნიჰილიზმი ყოვლისწამლეკავმა განცდამ მოუტანა, რომელსაც შეუძლია მთელი ფასეულობათა სისტემის ჩანაცვლება აბსურდის სახელით. პაბლოს წინ წამიერად მთელმა განვლილმა გზამ გაიშრიალა, მაგრამ მას თითქოს არაფერი ენანებოდა და ყველაფერმა სისულელის იერი მიიღო: დრო, რომელსაც ტრიბუნაზე დგომასა და საჯარო გამოსვლებში, პოლიტიკურ მტრებთან ბრძოლაში ატარებდა, უქმად გაფლანგული ეჩვენა. იგრძნო, როგორ ტრანსფორმირდა მისი გონება ერთ ყველაზე უფრო მძიმე გარიჟრაჟზე მის ცხოვრებაში.
ფიზიკური გადარჩენის მნიშვნელობა, რომელიც ძირითადად უგულებელყოფილი იყოგმირობის წილ და როცა ის იდეისთვის ტავგანწირვის საპირწონედ ხდებოდა, უპირატესოობა ამ უკანასკნელს ენიჭებოდა. ეგზისტენციალებმა კი გვაიძულეს ჩავღრმავებოდით ყოფნა–არყოფნის საკითხს. მათ ეჭვქვეშ დააყენეს გმირობად შერაცხული საქციელისთვის ადამიანების ფიზიკური მსხვერპლი. ეს მორალი აღნიშნულია კამიუსთანაც. “შავიჭირის" ერთ–ერთიმთავარი პერსონაჟი, ჯურნალისტი რამბერი საკითხს შემდეგნაირად სვამს: რა საჭიროა იყო გმირი? იქნებ გმირის მანტიით შემოსვასა და ალტრუისტულ თავგანწირვაზე უფრო მნიშვნელოვანი სიცოცხლეა იმისთვის, რაც გიყვარს?
სარტრის “ კედლის" მთავარი პერსონაჟი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. პაბლო იბიეტას ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ეს მისი ცხოვრების უკანასკნელი ღამე იყო და ამ ერთ ღამეში ამობრუნდა მის თვალწინ მთელი ღირებულებათა სისტემა.


მის გონებაში მთელიფილოსოფია აბსურდად იქცა და მთავარმა დაიკავა პირველი ადგილი: სისცოცხლის წყურვილმა.
სიკვდილთან შეხვედრა ეძნელება ახალგაზრდა მებრძოლ ხუანსაც. მისთვის სიკვდილი არის მტკივნეული, მტანჯველი მოლოდინი, რომელსაც ბოლო აღარ უჩანს. რას არ დათმობდა საკუთარი თავის გამოხსნა რომ შეეძლოს ურჩხულის ხახიდან, მაგრამ უარყოფისთვისაც კი აღარ დარჩა დრო.
განაჩენი უკლებლივ გამოუტანეს განსასჯელებს, პაბლო კი გადარჩა. გადარჩა ფიზიკურად, სულიერად და მენტალურად გარდაქმნილი, სიცოცხლეს მოწყურებული და დიონისურ სკეპტიკოსად გადაქცეული. მას სასცილოდაც კი აღარ ეყო, რისთვისაც სათუოდ ხდიდა მომადლებულ სიცოცხლეს.


0
161
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0