სხვა ნარევი, რომელიც ერთნაირად სასარგებლოა როგორც გულ-სისხლძარღვთა პრობლემების, ისე ათეროსკლეროზის, ანემიისა და დაბალი იმუნიტეტის დროს 2017, 13 მარტი, 11:12 არის რეცეპტი, რომელიც ამა-თუ იმ ორგანოს გაწმენდის ან ნორმალური ფუნქციონირებისთვის გამოიყენება. არის ისეთიც, იმუნურ სისტემას რომ ამაღლებს და ორგანიზმს ინფექციებისგან იცავს. მაგრამ, ეს... ნამდვილად ოქროს რეცეპტი არის(!), რომელიც ერთნაირად სასარგებლოა როგორც გულ-სისხლძარღვთა პრობლემების, ისე ათეროსკლეროზი და ანემიის დროს. ის ასევე ამაღლებს იმუნიტეტს და კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა, მთელი რიგი დაავადების წინააღმდეგ. შემადგენლობა: * ზეთი – 1/3 ჭიქა * გარგრის ჩირი (კურაგა) – 100 გრ. მომზადება:
I. გარეცხეთ და გაამშრალეთ ინგრედიენტები (თხილეულის გარდა). II. კუნელი და ასკილი ჩოფერში დაანაწევრეთ ან დანით დაჭერით > დაფქვით ყავის საფქვავში. III. ლიმონი, ჩირი და თხილეული გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში. IV. მიღებულ მასას დაამატეთ ზეთი, ასკილის და კუნელის ფხვნილი > ყველაფერი კარგად შეურიეთ. V. ნაზავი ქილებში მოათავსეთ > დააყენეთ 10 დღის მანძილზე ბნელ ადგილზე. ამის შემდეგ, უკვე შეიძლება მისი სამკურნალო და პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება. შენიშვნა: სასურველია, თუ ქილას, მოხმარების მომენტში, შემოხვეული ექნება კილიტი (ფოლგა)! 3513 9-ს მოსწონს
|