სხვა მსოფლიოს ყველაზე ვნებიანი ერები 2017, 12 მარტი, 15:34
რომანტიული გრძნობები წარმოადგენს მშვენიერ ემოციურ სიამოვნებას, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისათვის დედამიწაზე. ვიღაცისთვის რომანტიკა - ეს არის ვარდების თაიგული, სხვებისთვის - დასვენება მთის ქოხში, ზოგიერთისთვის - ერთგულება მთელი ცხოვრების მანძილზე. რომანტიულ ურთიერთობებს ეთმობა მეტნაკლები ყურადღება კულტურის ტიპის მიხედვით. თქვენს წინაშეა ერები, რომლებმაც რომანტიკის შესახებ იციან სხვებზე მეტი.
ინდუსები
საკმარისია გავიხსენოთ ინდოეთის ერთერთი მთავარი სიმბოლო - ტაჯ-მაჰალი იმის მისახვედრად, რომ ინდუსები სიყვარულს აყენებენ ყველაზე მაღლა სხვა ცხოვრებისულ მდგომარეობასთან შედარებით. დიდი სიყვარულის ძეგლი ახსენებს ინდუსებს იმას, რომ უნდა იჩქარონ სიყვარული, რადგან სიცოცხლე ხანმოკლეა. სიყვარულის გრძნობას ინდოეთში იყენებენ როგორც შთაგონების წყაროს, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია მათ ადგილობრივ კინემატოგრაფში.
ირლანდიელები
ირლანდიელი მამაკაცები და ქალები ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებიან, ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებულად ყურადღებიანები არიან და არავის არ აძლევენ უფლებას ჩაერიოს მათ ურთიერთობებში. ჩრდილოეთის ზღვის ხალხის შთამომავლები აფასებენ მყარ ოჯახურ ურთიერთობებს. განქორწინების პროცენტი აქ ერთერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში.
შვედები
შვედები არიან ექსპერტები არა მარტო ხორციელ ვნებებში, არამედ ასევე რომანტიულ ურთიერთობებში, რომელიც წინ უძღვის მას. თუმცა შვედების ერთმანეთის მიმართ ლტოლვა არ არის გასაკვირი - ქერა და მაღალი კაცები და ცისფერთვალება ლამაზმანები უბრალოდ ვერ ეწინააღმდეგებიან თავიანთ ინსტიქტებს.
რუსები
რუსულად გიყვარდეს - ეს ნიშნავს მიეცე შენს გრძნობებს თავდავიწყებამდე, რომელიც უფრო მეტად ცეცხლს გაგონებთ. რომანტიკა რუსეთში ყოველთვის არის რაღაც უფრო მეტი, ვიდრე სამხრეთელების თავქარიანი გატაცება. აქ მზად არიან სიყვარულისთვის თავი გაწირონ და რუსები ამის დემონსტრირებას ახდენდნენ უკვე ზედიზედ მრავალი საუკუნეა.
ლიბანელები
ლიბანელები გამოირჩევიან მსოფლიოს არაბული ქვეყნებისგან არა მარტო შავგვრემანი გარეგნობით და დიდი თვალებით, არამედ სიყვარულისადმი დამოკიდებულებითაც. ლიბანში აფასებენ რომანტიკას და უყვართ ლამაზად თაყვანისცემა - ისე, რომ მთელ მსოფლიოს შეშურდეს.
არგენტინელები
არგენტინელები - ძალიან უცნაური და რომანტიული ხალხია. ტიპიური ერი ლათინური ამერიკიდან, რომანტიულ ურთიერთობებს აყენებს უფრო მაღლა, ფეხბურთით გატაცებაზე მეტადაც კი. არგენტინელები უპირატესობას ანიჭებენ თავიანთი გრძნობები გამოხატონ ცეკვით და გიჟური ქცევებით. მაგალითად - მილიონი წითელი ვარდის ყიდვით, ან ფეხბურთის ჩემპიონატზე გადაჭიმულ გიგანტურ პლაკატზე სიყვარულში გამოტყდომით.
ესპანელები
ესპანელებს აქვთ ძალიან კარგი საყვარლების რეპუტაცია. მომხიბვლელები და ცხელები - ამ ხალხმა იცის რომანტიკის ნამდვილი აზრი და მათთვის არ არსებობს არანაირი საიდუმლო ვნებების მეცნიერებაში.
ბრაზილიელები
ბრაზილიელებს, რომლებიც გამოირჩევიან რომანტიული ნატურით, არ ახასიათებთ სიმორცხვე, როდესაც საქმე ეხება სიყვარულის საკითხებს. ისინი ემოციებს გამოხატავენ ვნებიანი ცეკვებით.
ფრანგები
ფრანგების რომანტიული ბუნება ცნობილია მთელ მსოფლიოში. მათ ასწავლეს მსოფლიოს სიყვარულის ენა და არიან უდავო ექსპერტები ვნებების საკითხებში. ფრანგებს უყვართ სიყვარულზე საუბარი მხატვრული მეთოდებით, ამან კი მისცა მსოფლიოს დიდი კულტურული მემკვიდრობა.
იტალიელები
თვითონ სიტყვა „რომანტიკა“ შეიცავს ფუძეს „რომა“, რაც ნიშნავს რომი. იტალიელები ყველაზე რომანტიული ერია მსოფლიოში. ცდუნებისათვის იტალიელები იყენებენ თავიანთ განსაცვიფრებელ ბუნებას, მდიდარ ისტორიას, გემრიელ სამზარეულოს და მუსიკალურ ენას.
494 1-ს მოსწონს
|