x
image
ფიქრია ჯიქია
Dove ბოდიშს იხდის რასიზმისათვის რეკლამაში

image

Dove-ს ახალ ვიდეოში შავკანიანი გოგონა იხდის მაისურს და გადაიქცევა თეთრკანიანად.

სკანდალური რგოლის მიმართ საზოგადოების ყურადღება მიმართა გოგონამ ნიკით Naythemua, რომელმაც კომენტარებში დატოვა შემდეგი პოსტი: „რას ეუბნება ამერიკა შავკანიან ხალხს? რომ ჩვენ გვაფასებენ ჩვენი კანის ფერის მიხედვით. ამით განისაზღვრება სილამაზის შეფასება ამ ქვეყანაში“.

Dove-მ შეამჩნია რა აგორებული სკანდალი, მიიღო გადაწყვეტილება ვიდეოს ამოღების და Twitter-ს გვერდიდან სახალხო ბოდიშის მოხდის შესახებ. ბრენდის წარმომადგენლებმა ახსნეს, რომ რგოლის იდეა იყო სულ სხვა და ფოტოებს პირიქით, უნდა ეჩვენებინათ ერთნაირი დამოკიდებულება სხვადასხვა რასის წარმომადგენლების მიმართ.

თუმცა ბოდიში არ იქნა მიღებული. Twitter-ში Dove-ს პოსტის ქვეშ დაიწყო აქტიური განხილვა, რომლის მსვლელობისას მომხმარებელმა @Trisha_Bateman -მა განაცხადა: „არა, Dove, რეკლამა არასწორად არ აღიქვეს, მას აქვს მკაფიო გზავნილი: შავკანიანი ქალები - ჭუჭყიანები არიან“.

ეს არ არის კომპანია Unilever-ის ბრენდისგან პროვოცირებული პირველი რასობრივი კონფლიქტი. ადრე Dove გააკრიტიკეს რეკლამისათვის „მდე-შემდეგ“, რომელშიც შავკანიანი გოგონა ასევე თეთრდება.

image

9
198
4-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
198
  
2017, 16 ოქტომბერი, 14:52
კი ვიცი... იქ დაშინდნენ და აქ ჯერ რასიზმზე არავის უგია სათანადო პასუხი
2017, 16 ოქტომბერი, 14:47
ნინო, პარადოქსია, მაგრამ სწორედ ამ სამაგალითო და საამაყო ევროპა-ამერიკიდან იღებს სათავეს რსაიზმი და სწორედ ქართველი მეფეები შლიდნენ ზღვარს მაგ. ქართველსა და არაბს შორის... ერეკლე მეფეს ნემსით დაუჩხვლეტია ქართველისთვის ენა, რადგან მან აუგად მოიხსენია ვიღაც თათარი...
2017, 16 ოქტომბერი, 10:55
ლალი, 2 წელია ამ თემებზე ვმუშაობ და ისეთ კრეტინიზმზს და მარაზმს ვაწყდები, რა ცისარტყელა ტიპებმა ხინკლის გარდა არცერთი სხვა სამზარეულოს გემო არ იციან , სამი დალიეს მეტი არაფერს უსმენენ და სჯერათ, რომ მაგრები ვართ, მარტო ქართველები ვართ
2017, 16 ოქტომბერი, 9:31
უი, მე კი მეგონა, რაც უფრო ,,ცისარტყელა,, ხარ, უფრო კაი ტიპი ხარ-მეთქი, თურმე არ ყოფილა მასე((( ეჰ, სულაც არ არის სასაცილო, მაგრამ ეს ისეთი თემებია, როცა მწარედ!!! უნდა გაიცინო((
2017, 16 ოქტომბერი, 0:49
კი, რაცუფრო რასისტი ხაარ, უფრო ნონკონფორმისტი და კაი ტიპი ხარ :D
2017, 15 ოქტომბერი, 21:04
რას ნიშნავს ,,გაატარეო,,? ახლა ,,მოდაში,, მხოლოდ ე.წ უმცირესობების თემებია?(
2017, 14 ოქტომბერი, 16:28
კი აქ მეცნენ რასიზმი რატომ არ გაატარეო.. არავინ იოცნებოს, კაცობრიობის ეს სიმსივნე დავაიგნორო :))
2017, 14 ოქტომბერი, 12:37
სამწუხარო სწორედ ესაა, რომ ანტირეკლამც კი კომპანიის წისქვილზე ასხამს წყალს((
2017, 13 ოქტომბერი, 18:10
მამალი რასიზმია ... ეს სხვანაირად როგორ უნდა გაიგო
0 1 9