სამოქალაქო ცოტნე გამსახურდია: "ამათ პრემიების აღების და ბიძინას ხეების ტარების მეტი მართლა არაფრის ტრ...ი არა აქვთ! " 2017, 12 მარტი, 5:42 ![]() ამ ფაქტს თავის ფეიბუქ გვერდზე ირაკლი ალასანიას ცოლი, ნათია ფანჯიკიძე გამოეხმაურა: "ბათუმში არეულობა, ეკლესიაში არეულობა, ხელისუფლება სტრასბურგში სამარცხვინო ქცევით, სასაზღვრო ზოლიდან კვლავ ადამიანის, თანაც პოლიციელის გატაცება... ქვეყანაში შიმშილი, ყველაფერზე გაზრდილი ფასები. ნუ, ამასთან შედარებით, ცხადია, დიდი არაფერია, მაგრამ მთაწმინდაზე წყალი არ მოდის უკვე ნახევარი დღეა. ასეთ კინოს ფონად მართლა ძალიან უხდება ულამაზესი მოგზაური ხეები." ![]() თავისი მოსაზრება დააფიქსირა ცოტნე გამსახურდიამაც: "გამოვიდა გათავისუფლებული მოქალაქე ვარშანიძე და თქვა: ჩემთვის თათარო არავის უთქვამსო! უბრალოდ გაგონილი მაქვს, რომ ეგრე ეძახიანო. არადა, ქალაქში სულ უარესი ხდება... სადაა სპეცრაზმი, არმია, პირისტყვნა თქვენი, ვითომ ხელისუფლებავ?! ამათ პრემიების აღების და ბიძინას ხეების ტარების მეტი მართლა არაფრის ტრაკი არა აქვთ! დანა პირს არ მიხსნის." ![]() " ძილის ყველანაირი სურვილი გაქრა... წავალ, ვიბოდიალებ და ვინატრებ, რომ ჩემს ქალაქში აღარასოდეს გამეორდეს, რაც შეგნებულმა მოღალატეებმა და შეუგნებელმა ბრბომ დამართა ოდესღაც. თქვენ კი უფასო რჩევას დაგიტოვებთ, დებო და ძმებო: ხელისუფლებისადმი ჩემი დამოკიდებულება იცით ყველამ, ვინც კი ოდესმე შემოსულა ქართულ ფეისბუქზე. მაგრამ გახსოვდეთ, ვინც აწი ამ ბრბოს და პოლიტიკური დემაგოგიით ძალადობის გამართლებას დაიწყებს, ის თქვენი, ჩვენი ქვეყნის მტერია! ასეთებს მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების წყურვილი და მდაბიო ბრბოს თვალში ქულების მოპოვება ადარდებს ცრუ სოლიდარობით. ასევე ლაჩარი და უვარგისია ყველა ის, ვინც ამაზე ენის მოჩლექით ილაპარაკებს, დაწყებული ჩვენი პლასტელინადან. მათ მხოლოდ ბნელი ინსტინქტების გამოყენება სურთ და არა - სიბნელის გაფანტვა! ასე გასინჯეთ, უფრო აწყობთ კიდეც... არ დაუჯეროთ არცერთს. მოვრჩი." - წერს ცოტნე გამსახურდია. ![]() 279 2-ს მოსწონს
|