სიახლეები ჭარბი ოფლიანობა (მკურნალობა კარაბადინიდან) 2017, 12 მარტი, 0:12 დღეს-დღეობით, ადამიანის უმეტესობას აღარ სურს მიიღოს წამლები, სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკები, რომლებიც არც თუ ისე სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ ბიოლოგიურად აქტიურ მცენარეებს.
ამ სტატიაში კი ვისაუბრებთ თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ჭარბ ოფლიანობას.
ჭარბი ოფლიანობა საკმაოდ გავრცელებულია ადამიანებში. უამრავი ადამიანი უშედებოდ ებრძვის ამ მეტად უხერხულ მოვლენას. იმისათვის, რომ მომზადებულნი შევხვდეთ ზაფხულს და თავიდან ავიცილოთ ოფლიანობით გამოწვეული უხერხული სიტუაციები: უსიამოვნო სუნი, სისველე ტანსაცმელზე... ამისათვის თვალი გადავალოთ კარაბადინს და გავეცნოთ მარტივ, მცენარეულ რეცეპტს... ერთი თვის განმავლობაში უნდა მიიღოთ სალბის ფოთლის ნაყენი: 1ს/კ სალბის ფოთლებს დაასხით 400 მლ (2ჩ/ჭ) მდუღარე წყალი. დააყოვნეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჩაის ჭიქა 3-ჯერ დღეში. ექიმის კომენტარი: სალბს აქვს ადგილობრივი ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული, ქსოვილის აღმდგენი თვისებები. მის ნაყენს იყენებენ, აგრეთვე, დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს, კუჭისა და ნაწლავების სპამებისას. სალბი ამცირებს ოფლის გამოყოფას. მის ამ თისებას იყენებენ ხოლმე კლიმაქსურ პერიოდში ჭარბი ოფლიანობის სამკურნალოდაც. პ.ს. გისურვებთ ჯანმრთელობას! 415 5-ს მოსწონს
|