x
image
ლეელ
ზიკა-ახალი, მომაკვდინებელი და საშიში ვირუსი ებოლას შემდეგ.
ბრიტანული სამედიცინო გაზეთი გვატყობინებს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობას ახალი საფრთხე ემუქრება! ვირუსი პირველად უგანდის ტყეში აღმოაჩინეს 1947 წელს, თუმცა იგი დიდ საფრთხეს არ წარმოადგენდა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა.

2014 წლისთვის, 6 ადამიანი დაავადდა ამერიკაში ამ ვირუსით. თითქოს საგანგაშო არაფერი, მაგრამ 2015 წელს ვირუსის ახალმა ტალღამ იფეთქა და ლათინო ამერიკა ეპიდემიურ ზონად გადაიქცა. ფიქრობენ, რომ 2015 წლის მაისიდან ბრაზილია იქცა ზიკას გავრცელების კერად.

სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ვირუსი მხოლოდ ადამიანებიდან არ გადადის. მისი მატარებელია მწერი Aedes aegypi, რომლის ერთი ნაკბენი აინფიცირებს ადამიანს. image


გასული წლის მონაცემებით, ბრაზილიაში 3500 ჩვილი დაავადდა. ხოლო 150 ბავშვი კი უკვე ინფიცირებული დაიბადა. დაავადებულ ახალშობილებს ტვინი არ ჰქონდათ ბოლომდე განვითარებული. უმეტესი მათგანი დაბადებიდან მცირე დროში გარდაიცვალა. image


ვირუსის პირველადი სიმპტომებია თაბრუსხვევა, სისუსტე, გულისრევა, მაღალი სიცხე.


CDC-სი გვაწვდის იმ ქვეყნების სიას, რომელიც დაავადების კერაა:

გვინეა

მარტინიკა

პუერტო რიკო

ბრაზლია

კოლუმბია

სალვადორი

გვატემალა

ჰაიტი

ჰონდურასი

მექსიკა

პანამა

პარაგვაი

ვენესუელა

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას და განსაკუთრებით ტურისტებს ურჩევს, რომ თავი შეიკაონ აღნიშნულ ქვეყნებში მოგზაურობისაგან, რადგან საფრთხე დიდია!


გისურვებთ ჯანმრთელობას!

0
199
6-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0