სიახლეები როგორ ვებრძოლოთ კლიმაქსს (რეცეპტი კარაბადინიდან) 2017, 11 მარტი, 21:35 დღეს-დღეობით, ადამიანის უმეტესობას აღარ სურს მიიღოს წამლები, სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკები, რომლებიც არც თუ ისე სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ ბიოლოგიურად აქტიურ მცენარეებს.
ამ სტატიაში კი მოგიყვებით, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ხანგრძლივ კლიმაქსს.
კლიმაქსი ეს არის ფერტილობის ანუ შვილოსნობის შესაძლებლობის დაკარგვა. ასაკთან ერთად მცირდება ფოლიკულების რიცხვი და კვერცხუჯრედი აღარ არის ქმედითუნარიანი. ამ მოვლენას თან სდევს მენოპაუზა ანუ მენსტრუალური ციკლის დროებითი ან სრული შეწყვეტა.
საჭირო მასალა: 10 ცალი ლიმონი 5ც უმი კვერცხის ნაჭუჭი 1/2 ლ არაყი მომზადება: 10 ცალი ლიმონი კარგად გავრეცხოთ, კანიანად დავჭრათ და დავაქცუმაცოთ ავიღოთ 5 ცალი უმი კვერცხი, მოვაცალოთ ნაჭუჭი და კარგად გავრეცხოთ. დავფქვათ და შევურიოთ ლიმონს მიღებულ ნაზავს დავუმატოთ ნახევარი ლიტრი არაყი დავდგათ 5 დღე-ღამე გრილ, ბნელ ადგილას; შემდეგ გავფილტროთ. მივიღოთ 2 ს/კ 3-ჯერ დღეში, ერთი თვის განმავლობაში. ექიმის რჩევა: ეს რეცეპტი გამოიყენება ორგანიზმში კალციუმის დეფიციტის შესავსებად ბუნებრივი კალციუმით, რომელსაც კვერცხის ნაჭუჭი შეიცავს. ცნობილია, რომ კლიმაქსის პერიოდში ქალის ორგანიზმში ხდება ისეთი ჰორმონალური ძვრები, რომელიც დეკალციფიკაციას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ ხდება ოსტეოპოროზის (ძვლების გამოფივა) განვითრება ინტენსიურად ამ ასაკში. კალციუმის დეფიციტი სხვა მრავალ პათოლოგიურ პროცესსაც იწვევს, ამიტომ საჭიროა მისი დანაკარგის აღდგენა, რომლისთვისაც ყველაზე ეფექტური გზა სწორედ ბუნებრივი კალციუმი გახლავთ. სასურველია, კვერცხი შინაური ქათამისა იყოს, რადგან იგი მდიდარია მინერალებით. პ.ს. გისურვებთ ჯანმრთელობას! 235 1-ს მოსწონს
|