სიახლეები როგორ ვებრძოლოთ ანემიას! (მკურნალობა კარაბადინიდან) 2017, 11 მარტი, 21:03 დღეს-დღეობით, ადამიანის უმეტესობას აღარ სურს მიიღოს წამლები, სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკები, რომლებიც არც თუ ისე სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ ბიოლოგიურად აქტიურ მცენარეებს.
ამ სტატიაში კი წარმოგიდგენთ რეცეპტს კარაბადინიდან, რომელიც ებრძვის ანემიას:
ანემია ეწოდება ერითროციტების და/ან ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირებას სისხლის მოცულობის ერთეულში. ანემიის გამომწვევი ცვლილებები მრავალფეროვანია. ის ხშირად ვითარდება სხვადასხვა დაავადების, სისხლწარმოქმნაში მონაწილე ფაქტორების უკმარისობის, ერითროციტების ჰემოლიზის გაძლიერების დროს და ა.შ.
მომზადება:დაკრიფეთ აბზინდის ბალახი მაისში, როცა იგი თავისი ბიოლოგიური ძალით გამოირჩევა. ჩაყარეთ ნახევარლიტრიან ბოთლში(გაავსეთ), დაასხით არაყი (რამდენსაც დაისხამს ბოთლის შევსებამდე). დადგით 21 დღე მშრალ, ნახევრად თბილ, ბნელ ადგილას, სადაც ტემპერატურა ოთახის ტემპერატურაზე მაღალი იქნება. მიღება: ნაყენის ერთი წვეთი გახსენით ერთ სუფრის კოვზ წყალში, სვით დილით, უზომოზე, სამი კვირის განმავლობაში. თუ სისხლნაკლულობა მწვავე ფორმისაა, შეისვენეთ ორი კვირა და მიიღეთ კიდევ სამი კვირის განმავლობაში. ექიმის კომენტარი: აბზინდა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. იგი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომელიც მის ფარმაკოლოგიურ ეფექტს განაპირობებს. კერძოდ, მას აქვს ანტიანთებითი მოქმედება, აჩქარებს წყლულის შეხორცებას კუჭ-ნაწლავში, ასტიმულირებს ნაღველის გამოყოფას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. სისხლნაკლულობის დროს აბზინდას ეფექტიანობის შესახებ ჩვენთვის უცნობია. თუმცა შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე დადებითი ზემოქმედების შედეგად გაუმჯობესდეს რკინის შეწოვა და აღინიშნოს უკეთესობა ანემიის დროს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აბზინდას ხანგრძლივას მიღებამ შესაძლოა, მსუბუქი მოწამვლა გამოიწვიოს, ამიტომ გირჩევთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ პრეპარატის მიღებისას... გისურვებთ ჯანმრთელობას! 126 4-ს მოსწონს
|