ვარსკვლავები სუპერმოდელი კარმენ კასი - ჭადრაკი, პოდიუმი და პოლიტიკა 2017, 11 მარტი, 18:18
იყო პროფესიონალი მოდელი, გამოდიოდე პოდიუმზე საცვლებით და დაკავებული იყო პოლიტიკით? მოგზაურობდე მსოფლიოს გარშემო, აჩვენებდე ყველაზე ღია კოსტუმებს, ცნობილი პარფიუმის ბრენდის სახე გახდე და ამასთანავე იმარჯვებდე ჭადრაკის ტურნირებში? ეს შეიძლება დაუჯერებელი მოგვეჩვენოს ჩვენს სინამვილეში, მაგრამ სწორედ ასეთია კარმენ კასი - მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი. ესტონელი კარმენ კასი (Carmen Kass) ტალინიდან - მოჭადრაკე, მოდელი და პოლიტიკოსია ერთდროულად. იგი სამოდელო ბიზნესში 18 წლის ასაკიდანაა. ბავშვობიდან დაკავებულია ჭადრაკით.
კარმენის კარიერა დაიწყო ღია ავანტიურით - ერთხელ სამოდელო სააგენტოს Baltic Models-ს წარმომადგენელმა შეამჩნია ლამაზი გოგონა ჩვეულებრივ სუპერმარკეტში და შესთავაზა მას მილანში მოდის ჩვენებაზე გამგზავრება. კარმენი იმ დროისათვის იყო 14 წლის და დედამისი წინააღმდეგი იყო ამ შეთავაზების. გოგონამ კი გააყალბა დედის ხელმოწერა საბუთებში და მაინც გაემგზავრა იტალიაში.
მილანში გოგონას არ გაუმართლა, რომ იტყვიან „ვერ დაიჭირა მომენტი“ და კარმენი დაბრუნდა შინ ესტონეთში. შემდეგ ჯერზე მან თავისი ძალები მოსინჯა სამოდელო კარიერაში უკვე 18 წლისამ - და ამ შემთხვევაში ყველაფერი ისე აეწყო, რომ უკეთესს ვერც წარმოიდგენდა. თითქმის მაშინვე, როგორც კი პარიზში ჩავიდა, კარმენი მოხვდა მაღალი მოდის თავბრუდამხვევ სამყაროში და მისი ფოტოების ნახვა უკვე შესაძლებელი იყო ჟურნალების ყდებზე: Vogue 4 ქვეყანაში, ავსტრალიური Elle, ბრიტანული Image, ფრანგული Madame Figaro და Numero. ამის შემდეგ გოგონას გამო თითქმის ბრძოლა მიდიოდა - ის ღებულობდა მიწვევებს მიწვევებზე, ერთმანეთის მიყოლებით: Dolce & Gabbana, Ralph Lauren, Donna Karan, Anna Wintour, ის ხდებოდა ყველაზე სახელოვანი დიზაინერების სარეკლამო კამპანიების სახე, ისეთების როგორიცაა Calvin Klein, Chanel, Gucci, Versace, Givenchy, Fendi, Max Mara, Valentino და General Motors.
კარმენი ალბათ ყველაზე კარგად გახსოვთ Christian Dior-ს პარფიუმის "J'adore"-ს მკვეთრი ყვითელი რეკლამიდან. 2007 წელს ის ერთდროულად მონაწილეობდა სხვადასხვა დიზაინერების გაზაფხულ/ზაფხულის ათ კამპანიაში. სწორედ მაშინ გახდა ის Max Factor-ს მუდმივი მოდელი და წარმომადგენელი.
ალბათ წარმოუდგენელია, როდესაც გიწევს ამდენი მოგზაურობა, ამდენი ჩვენება, ამდენი ფოტოგადაღება - როდის უნდა მოასწრო კიდევ სხვა საქმის კეთება? და საერთოდ ღირს კი, როდესაც უკვე ყველაფერი გაქვს? მაგრამ ზუსტად მისი დიდების პიკზე კარმენი მიხვდა, რომ მას შეუძლია და რაც მთავარია - მას სურს აკეთოს სხვა საქმე. ასე, რომ 2004 წლიდან 2011 წლამდე კარმენი იყო ესტონეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი - და ეს არ იყო უბრალოდ ნომინალური თანამდებობა, ის ამავე დროს არაერთხელ მონაწილეობდა ტურნირებში, რადგან ის ჭადრაკს ბავშვობიდან თამაშობდა - კარმენის მამა ბავშვებს და მოზრდილებს ასწავლის ჭადრაკის თამაშს მის მშობლიურ ქალაქში. 2008 წელს კარმენი კიდევაც ცდილობდა მოეპოვებინა ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის ტალინში ჩატარების უფლება. ახლა მან დატოვა ხელმძღვანელის პოსტი და წარმოადგენს ფედერაციის მრჩეველს.
ახლა კარმენ კასი 38 წლისაა, რაც საკმაოდ ბევრია სამოდელო ბიზნესისთვის. რათქმაუნდა, შეიძლება მისი დიდების მწვერვალის დღეებმა უკვე გაიარა - მაგალითად, 2002 წელს ის იყო მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი მსოფლიოში, მაგრამ მეორეს მხრივ კარმენი ძველებურად მშვენივრად გამოიყურება და თანაც ისეთი მრავალმხრივი პიროვნება, როგორიც ისაა, ალბათ მოძებნის ადგილს, თუ სად გამოიყენოს თავისი მრავალმხრივი ნიჭი.
149 1-ს მოსწონს
|