მსხვილი კომპანიები, მათთან გასაუბრებაზე მისულ, დასაქმების მსურველებს, სხვადასხვა სახის ლოგიკურ და ხრიკების შემცველ გამოცანებს სთავაზობენ. ქვემოთ მოცემული გამოცანები, ინტერნეტში, თავად კომპანიებმა და იმ ადამიანებმა გაავრცელეს, ვინც გასაუბრებაზე იყვნენ ამ კომპანიებში.
1. თქვენ გყავთ 50 მოტოციკლი. თითოეულის ბენძინის ავზში 100 კმ-ის გასავლელი ბენზინი არის.
კითხვა: რამდენად შორს შეგიძლიათ წასვალ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა მოტოციკი ერთ საწყის პუნქტში დგას?
2. თქვენ გაქვთ დიდი რაოდენობით წყალი და მხოლოდ ორი ჭურჭელი, რომლებშიც 5 და 3 ლ. წყალი ეტევა.
კითხვა: როგორ უნდა არწყათ 4 ლ. წყალი?
3. სახლს აქვს 4 კედელი და 4 ფანჯარა. ყველა ფანჯარა სამხრეთით არის. ფანჯარაში დათვმა შემოიხედა.
კითხვა: რა ფერის არის დათვი?
4. ერთმა კაცმა განძის მოსაპოვებლად უამრავი განსაცდელი გამოიარა. ცოტა იარა, თუ ბევრი იარა, საგანძურამდე მაინც მივიდა. მაგრამ, ადგილზე მისულს, ორი კარები დახვდა: ერთი საგანძურისკე მიდიოდა, ხოლო მეორე - მომაკვდინებელი ლაბირინთისკე. თითოეულ კართან მცველი იდგა, რომლებმაც იცოდნენ საგანძურის შესასვლელის შესახებ. მათგან ერთი ყოველთვის სიმართლეს ამბობდა, ხოლო მეორე, – სულ იტყუება. ვიდრე საგანძურის მაძიებელი საჭირო კარს აირჩევს, რომელიმე მცველისთვის მხოლოდ ერთი კითხვის დასმის უფლება აქვს.
კითხვა: რა კითხვა უნდა დაუსვას მცველს, რომ საგანძულში მოხვდეს?
5. მეკობრეებმა გემის ეკიპაჟი ტყვედ აიყვანეს. სულ 10 კაცი. ისინი ბნელ ოთახში შეიყვანეს და თავზე ქუდები დაახურეს. ქუდები ორი ფერის იყო: წითელი და მწვანე, თანაბარი რაოდენობით. შუქი აანთეს. ეკიპაჟის თითოეული წევრი, ყველას ქუდს ხედავდა, საკუთარი ქუდის გარდა. მხოლოდ ის გადარჩებოდა, ვინც საკუთარი ქუდის ფერს გამოიცნობდა. დასმულ კითხვაზე მეზღვაურებს რიგ-რიგობით უნდა ეპასუხათ.
კითხვა: როგორ უნდა ამოეცნოთ ეკიპაჟის წევრებს საკუთარი ქუდის ფერი, თუ მათ მხოლოდ ქუდის ფერის თქმის უფლება აქვთ?
6. თქვენ ორი ფითილი გაქვთ, თითოეული 60 წუთში იწვება, თუ ცეცხლს 1 ბოლოდან მუკიდებთ.
კითხვა: როგორ უნდა განსაზღვროთ 45 წუთი ფითილებით, თუ გაჭრა არ შეიძლება?
7. გაქვთ ერთი ზომის და ერთნაირი ფერის 8 ბურთი და პინებიანი სასწორი.
კითხვა: როგორ უნდა იპოვოთ ყველაზე მძიმე ბურთი, თუ მხოლოდ 2-ჯერ შეიძლება ბურთების აწონვა?
პასუხები:
1. 100 კმ-ზე, რადგან ერთ ადამიანს, მხოლოდ ერთი მოტოციკლის მართვა შეუძლია.
2. უნდა აავსოთ 5 ლ-იანი ჭურჭელი, გადაასხათ 3 ლიტრიანში. 5 ლ-იანში 2 ლ. წყალი დარჩება. 3 ლ-იანი ჭურჭელი დაცალეთ და მასში, დიდ ჭურჭელში დარჩენილი წყალი გადაიტანეთ. ისევ აავსეთ 5 ლ-იანი ჭურჭელი და ამ წყლით შევავსეთ 3 ლ-იანი. რადგან 3 ლიტრიანში 2 ლ. ისედაც იყო, მის შესავსებად, 1 ლ. იქნება საჭირო. ხოლო, დიდ ჭურჭელში 4 ლ. წყალი დაგვრჩება.
3. თეთრი, რადგან სახლი ჩრდ. პოლუსზე მდებარეობს.
4. მას შეუძლია ნებისმიერ მცველს ჰკითხოს: «რომელი კარი არის სწორე, მეორე მცველის აზრით?», თუ ის შეეკითხება, ვინც სიმართლეს ამბობს, გაიგებს რომელია ლაბირინთის შესასვლელი, რადგან მატყუარა მცველი ყოველთვის იტყუება. ხოლო, თუ ის კითხვას მატყუარა მცველს დაუსვამს, ის ლაბირინთის კარზე მიუთითებს, რადგენ ის მოიტყუება და იმის საპირისპირო მიმართულებას აჩვენებს, რომელზეც სიმართლის მთქმელი მიუთითებდა.
5. პირველი ვისაც ფერს შეეკითხებოდნენ, დათვლიდა დანარჩენის ქუდების ფერებს, მაგ., თუ მწვანე კენტი იქნებოდა, მას წითელი ქუდი ეხურებოდა და ასე, ყოველი შემდეგი დათვლიდა ქუდებს და უკვე დასახელებულ ფერებს.
6. ერთ ფითილს ცეცხლი ორივე ბოლოდან უნდა მოუკიდოთ. ამავდროულად, ცეცხლი მეორე ფითილსაც უნდა მოუკიდოთ, ოღონდ, 1 ბოლოდან. I სრულად 30 წთში დაიწვება და ხოლო, II ფითილის დასაწვავად 30 წუთი იქნება საჭირო. მას ცეცხლი მეორე ბოლოდანაც უნდა მოუკიდოთ და ის ზუსტად 15 წუღში დაიწვება.
7. აიღეთ ნებისმიერი 6 ბურთი და 3-3 მოათავსეთ სასწოპის პინაზე. უფრო მძიმე რომელ სამეულშიც იქნება, ის გადაწონის. ამოირჩიეთ მძიმე ბურთებიდან ნებისმიერი 2 და აწონეთ, ასე გამოავლენთ მძიმე ბურთს, ხოლო თუ სასწორი გათანაბრთდა, ე. ი. მძიმე მესამე ბურთი ყოფილა.
იმ შემთხვევაში, თუ თავიდან არჩეულ 6 ბურთს შორის მძიმე ბურთი არ აღმოჩნდება, მაშინ ის დარჩენილი ორი ბურთიდან, ერთ-ერთი იქნება.