x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138529
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512198
კლავდა და თან ვიდეოზე იღებდა - მსხვერპლი 7 წლის ბავშვია
image
დააკავეს 19 წლის ახალგაზრდა - მარსელ გესსე. მას ბრალად ედება მეზობლის მკვლელობა, რომელიც მოტყუებით ჩაიყვანა სარდაფში, ჰერნში, გერმანიაში. ირკვევა, რომ მკვლელობისას ის იღებდა სურთებს და ვიდეოს, რომელიც მოგვიანებით ჯერ მეგობარს გაუგზავნა, შემდეგ კი ინტერნეტში - "ბნელ ქსელში" გამოაქვეყნა და მიიმალა. მასზე ძებნა გამოაცხადეს. როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, ის დანით სერავდა მსხვერპლს. ერთ-ერთ ჩანაწერში ინტერნეტში ის წერს: "ხელი გავიჭერი როცა 120 კილოგრამიან მხეცს ვებრძოდი". ფოტოებში ჩანს, როგორ რეცხავს დანას და პოზირებს სისხლიანი ხელებით. დაპატიმრებისას პოლიციას მიასწავლა ბინა, სადაც იპოვეს ადამიანის გვამი, რომელიც სავარაუდოდ გესსეს მეორე მსხვერპლია.

გესსე დაკავებამდე სწრაფი კვების ობიექტში იყო შესული, სადაც ტრაბახობდა, რომ ის იყო, ვისაც პოლიცია ეძებდა. შემდეგ თვითონვე უთხრა მაღაზიის მფლობელს, რომ პოლიციაში დაერეკა. ბინასთან ახლოს, 150 მეტრში ტრიალებდა. მეზობლის ჩვენებით ბინაში ცხოვრობდა ახალგაზრდა, რომელიც დროგამოშვებით დადიოდა დედის სანახავად.

გესსეს შემდეგი ჩანაწერი ინტერნეტში ასეთი იყო: "მე მოვკალი მეზობლის ბავშვი, ეს სულაც არ მაწუხებს, ხელიდან სისხლი მდის, ეს კი არ მსიამოვნებს".

ან კიდევ ეს: "მინდოდა ბინაში მყოლოდა გოგონა, რომელსაც გავაუპატიურებდი".


და კიდევ: "მე ვიცი, რომ როცა კლავ, ადამიანები იხოცებინ ნელი სიკვდილით".

ადვოკატის თქმით მოკლული ბავშვის, ჯადენის მშობლები კმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ დამნაშავის ცოცხლად შეპყრობა მოხერხდა. ბავშვის მამობილს უჭირს ამ სისასტიკის გახსენება. მან ბავშვი მრავლობითი(59) ჭრილობით ნახა სისხლის გუბეში. გამომძიებლები ეჭვობენ, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ქალზე მომხდარ თავდასხმაში შეიძლება ისევ მარსელი იყოს დამნაშავე, თუმცა ქალმა შეძლო წინააღმდეგობის გაწევა.

მარსელი დასთან ერთად ცხოვრობდა. დედა ამბობს, ქალიშვილმა შესსჩივლა, რომ მისი ძმა აბსოლუტური გიჟი იყო.

image

ეს 7 წლის ჯადენია - მარსელის პატარა მსხვერპლი.imageimageimageimage



რა გახდა მიზეზი იმისა, რომ მამიდამ ძმის ოთხსულიანი ოჯახი ამოწყვიტა


"ვამპირთა თაობა" - გაფრთხილება მშობლებს: მომავლის სენი, რომელსაც მობილური ტელეფონი და კომპიუტერი იწვევს


ისევ კანიბალიზმი - ამჯერად მსხვერპლი შვიდი წლის ბავშვია

0
311
2-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0