ქალი და მამაკაცი ნიგერიელმა ქადაგმა სიკვდილის შემდეგ 130 ცოლი და 203 შვილი დატოვა 2017, 10 მარტი, 16:46 ნიგერიაში 93 წლის ქადაგი მუსულმანი- გარდაიცვალა, რომელსაც, სხვადასხვა მონაცემებით, 86-დან 130 ცოლამდე ჰყავდა. ამის შესახებ ცნობილი გახდა ორშაბათს, 30 იანვარს, “ბიბისი-ნიუს”-ში. როგორც “ლენტა.რუ" “ბიბისი-ნიუს" მითითებით წერს, კვირას ცნობილ მრავალცოლიანს დიდი პატივისცემით დაკრძალავენ ქალაქ ბიდაში, რომელიც ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. “ ის გვაფრთხილებდა, რომ ჩვენ უნდა მოვერიდოთ სიძვას, მაგრამ შეგვიძლია ვიყოლიოთ იმდენი ცოლი, რამდენიც გვინდა, იმიტომ რომ ეს დიდი “მადლია" ალაჰის თვალში."-განაცხადა ქადაგმა ალხაჯ მუტაირ სალავიდი ბელოს თანაშემწემ გამოცემაში “ვანგუარდი''-ის გამოცემაში. “ბიბისი-ნიუს"-ი აღნიშნავს, რომ 2008 წელს ბელოს ჰყავდა 86 ცოლი, და ციტირებას აკეთებს ნიგერიის გაზეთი “დაილი ტრუსტ''-ი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მას შემდეგ რაოდენობა 130-მდე გაიზარდა. “ვანგუარდი'' წერს, რომ მას ჰყავდა 90-ზე მეტი ცოლი. დამოუკიდებელი მონაცემების საფუძველზე ის 107-ჯერ დაქორწილდა, მაგრამ 10 ცოლთან განშორება მოასწრო.სანდო წყაროები იუწყებიან, რომ მას 203 შვილი ჰყავს.მალე ისინი კვლავ გამრავლდებიან:ზოგიერთი ცოლი კვლავ ფეხმძიმედაა. “ბიბისი-ნიუს"-ი ესაუბრა ქადაგის ცოლებს. განიატ მოჰამედ ბელომ მოგვითხრო, რომ ის როცა მაღალ კლასში სწავლობდა, დედამ ის ბელოსთან კონსულტაციისთვის მიიყვანა.მან ცოლობა შესთავაზა და თუმცა გოგონა არ თანხმდებოდა, მრავალცოლიანმა დაჟინებით მოითხოვა, რომ ეს ღმერთისგანაა ნაბრძანები. ნათქვამია, რომ 2008 წელს მუჰამედ ბელო აბუბაქარი შარიათის კანონის დარღვევისათვის დააპატიმრეს, რომელიც 4-ზე მეტი ცოლის ყოლის უფლებას არ იძლეოდა. მოგვიანებით .უკანონო ქორწინებაში მყოფს ბრალდება მოუხსნეს და გაანთავისუფლეს. 73 5-ს მოსწონს
|