სხვა საღეჭი რეზინის, პლუს-მინუსები 2017, 9 მარტი, 12:12 ![]() საღეჭი რეზინი ჭამის შემდეგ პირის ღრუს გასუფთავება-დეზოდორაციას ახდენს, ნერწყ- ვის გამოყოფას აძლიერებს, რაც, თავის მხრივ, კუჭ-ნაწლავის მუშაობას ეხმარება. გარდა ამისა, საღეჭი რეზინის დახმარებით მეხსიერების გაუმჯობესებაც შეიძლება, ყოველ შემთ- ხვევაში, ასე ფიქრობენ ბრიტანელი მეცნიერები. მათი მტკიცებით, ღეჭვის პროცესში გუ- ლისცემა ხშირდება, რის შედეგადაც ტვინში ჟანგბადის მიწოდება იზრდება.ეს კი, თავის მხრივ, ტვინის გააქტიურებას იწვევს. ამერიკელ მეცნიერთა უკანასკნელმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ უშაქრო საღეჭი რეზინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ნაწლავის მუშაობას აღადგენს. რაც შეეხება საღეჭი რეზინის მავნე თვისებას, ის სრულად გამოვლინდება, თუ მას მუდამ და მით უფრო, თუ ცარიელ კუჭზე ღეჭავთ. სა- ქმე ისაა, რომ საღეჭი რეზინი კუჭის წვენის ძლიერ გამოყოფას იწვევს. როგორც გასტრო- ენტეროლოგები ამტკიცებენ, ცარიელ კუჭზე ღეჭვამ შეიძლება გასტრიტის განვითარება ან მისი გამწვავება გამოიწვიოს. ასე რომ, გახსოვდეთ: საღეჭი რეზინი ჭამის შემდეგ და არაუმეტეს 15 წუთისა ღეჭეთ! 74 9-ს მოსწონს 1-ს არა
|