პროფილაქტიკა მასაჟი ძალების მოკრებაში დაგეხმარებათ 2017, 9 მარტი, 11:20 ![]() თუ სამსახურში იმყოფებით და მნიშვნელოვანი სამუშაო გაქვთ დასამთავრებელი, მაგრამ დაიღალეთ და გონება აღარ გიჭრით, ძალების მოსაკრებად მარტივ ხერხს მიმართეთ: დროებით გვერდზე გადადეთ საზრუნავი და გაიკეთეთ მასაჟი. თავდაპირველად ყურის ბიბილოები დაიზილეთ, თანაც ენერგიულად, ისე, რომ გაგიხურდეთ. შესაძლოა, ამ პრო- ცედურის შედეგად, თქვენი გონება უკვე ჩართულ რიტმში ამუშავდეს. მაგრამ თუ ამანაც არ გიშველათ, ნუ დაუბრუნდებით სამუშაოს. ადექით, გაიზმორეთ და გააკეთეთ თავის წრიული მოძრაობები. ამის შემდეგ, შეგიძლიათ, მასაჟზე გადახვიდეთ. დაიწყეთ კისრი- დან, ჯერ მსუბუქად, ფრთხილად, თანდათან კი უფრო ძლიერად დაიზილეთ კისერი, მერე გადადით მხრებზე, შემდეგ ზურგის ზედა არეზე. გაითვალისწინეთ, რომ ნერვული სისტემის სტიმულირებას წყვეტილი მოძრაობები უწყობს ხელს. გარწმუნებთ, ამის შემ- დეგ, რამდენიმე წუთში, კვლავ შრომისუნარიანი გახდებით. 11 9-ს მოსწონს
|