სხვა დაამატეთ ეს სამი ინგრედიენტი თქვენს შამპუნში და დაივიწყეთ თმის ცვენა! 2017, 8 მარტი, 15:00 ![]() თუმცა სხვა მიზეზებმაც შეიძლება ეს პროცესი დააჩქაროს და თმის კარგვას შეუწყოს ხელი. სტრესმა შეიძლება ჰორმონული დისბალანსი გამოიწვიოს და შედეგად დიდი რაოდენობით თმის კარგვა მოჰყვეს. ქვემოთ შემოგთავაზებთ სახლში მომზადებული შამპუნის რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ თმის ცვენის პრობლემის მოგვარებაში. პირველ რიგში შეიძინეთ ბუნებრივი შამპუნი рН-ის ნეიტრალური შემცველობით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ბავშვის შამპუნი. ეს იქნება ძირითადი ინგრედიენტი, რომელსაც დავუმატებთ კიდევ სამ ინგრედიენტს. აუცილებელია შამპუნს დავუმატოთ როზმარინის ეთერზეთი. იგი იდეალურად მუშაობს თავის კანში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ამით უზრუნველყოფს თმის სიძლიერეს. დაგჭირდებათ ასევე ლიმონის ეთერზეთი - მას შესანიშნავი ანტისეპტიკური მოქმედება ახასიათებს. მესამე ინგრედიენტი იქნება ვიტამინი Е, რომლის შეძენაც აფთიაქში შეიძლება. ეს ვიტამინი აჩერებს თმის ცვენის პროცესს და, აქედან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი დანამატია. ![]() შამპუნის მომზადება: შამპუნში დაამატეთ 10 წვეთი როზმარინის ეთერზეთი და ამდენივე ლიმონის ეთერზეთი. შემდეგ დაამატეთ 2 კაფსულა Е ვიტამინი. გამოყენებამდე შამპუნი კარგად შეანჯღრიეთ. გამოყენება: ![]() ამგვარად მომზადებული შამპუნის გამოყენება უნდა მოხდეს დღეგამოშვებით. დაიტანეთ იგი თმაზე და ნაზი, მასაჟისებრი მოძრაობით შეიზილეთ თავი კანში რამდენიმე წუთის მანძილზე. დატოვეთ 10 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით. რამდენიმე კვირის შემდეგ შეამჩნევთ, რომ თმამ ზრდა დაიწყო და აღარც ცვივა. ასევე დაგაინტერესებთ: 1. დაიტანეთ ეს ნახარში თმაზე, გააჩერეთ 5 წუთი და ჭაღარას სამუდამოდ დაემშვიდობეთ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 1357 4-ს მოსწონს 1-ს არა
|