მაკიაჟი და ვარცხნილობა 10 ვარცხნილობა, რომელიც მინიმუმ 5 წელს მოგაკლებთ! 2017, 8 მარტი, 13:43 თმის მოკლე სტილი- გამოაჩინეთ სახის ნაკვთები, კისერი და ღაწვები. მოკლე ვარცხნილობა უფრო ახალგაზრდულ იერს შეგძენთ. თმის ფერი- ქალბატონებო, ნუ შეგაშინებთ ღია თმის ფერი. ნათელი ტონალობის თმა, სახის ნაკვთებსაც გამოკვეთს და უფრო მიმზიდველს გაგხდით. სიგრძე- რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით უფრო მოკლე თმა აქვს. ეს გარკვეულწილად იმის გამოა, რომ ქალბატონები ვეღარ იცლიან თმის მოსავლელად. თუ თმას არ გაიზრდით იმგვარი სიგრძე შაერჩიეთ რომ მოგიხდეთ. მოცულობა- თმის მოცულობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ სავაცხლითა და თმის მოვლის სხვა საშუალებებით გაზარდეთ მისი მოცულობა. ე.წ "პჩოლკა"- ვარცხნილობას უფრო ალამაზებს. თუ მოკლე "პჩოლკა" არ მოგწონთ ოდნავ გრძლად შეიჭერით. იგი ფარავს ნაოჭებსა და გამოკვეთს თვალებს. გაყოფა- ნუ გაიყოფთ თმას მაინც და მაინც შუაზე. შუაში გაყოფილი თმა თქვენს ასაკს უსვამს ხაზს, ირიბათ გაყოფილი კი გაკლებთ მას. ყოველდღიური ვარცხნილობა- ნუ ამოიჩემებთ ერთსა და იმავე ვარცხნილობას. ოდნავ აიჩეჩეთ თმა, დაიხვიეთ ან გაისწორეთ. იყავით განსხვავებული. წვეულების დროს- ნუ გადაიწევთ და "დაიკოსავთ" თმას. შეარჩიეთ თავისუფალი სტილის, ოდნავ აჩეჩილი ვარცხნილობა. ასეთი ვარცხნილობით თქვენს ასაკს ვერავინ გამოიცნობს. კიდევ რამდენიმე რჩევა: 1.თუ თმის მოვლის საშუალებებს იყენებთ, აუცილებლად მაღალი ხარისხის უნდა შეიძინოთ, რათა არ დაზიანდეს თმის სტრუქტურა; 2.თაბრუდამხვევი თმა- ხვეულები თმაზე საგრძნობლად ამცირებს ასაკს. თმის დასახვევად გამოიყენეთ დიდი ზომის ლილვაკები იგივე "ბუგუდები"; 3.ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რჩევა მაშინ იმოქმედებს, თუ ჯანსაღი თმა გაქვთ. ამიტომ იზრუნეთ და მოუარეთ თქვენს თმას! იხილეთ აგრეთვე: 10 შეცდომა, რომელსაც თმის მოვლისას ვუშვებთ ვაშლის ძმარი- თმის ცვენისა და დაზიანებული ბოლოების მკურნალი! თავის მოვლის 10 მარტივი ხრიკი, რომელზეც აქამდე არაფერი იცოდით! 10 ჩვევა, რომელიც ხელს უწყობის ცხიმის დაშლასა და მეტაბოლიზმს! 3215 2-ს მოსწონს
|