სხვა რატომ უნდა გვეძინოს სრულ სიბნელეში 2017, 10 მარტი, 12:36 ძალიან სერიოზული მიზეზები არსებობს იმისთვის, რომ საძინებელში სქელი ფარდები ჩამოვკიდოთ, ღამე ყველა ნათურა ჩავაქროთ და არ ვიკითხოთ ძილის წინ პლანშეტზე. ძილი სრულ სიბნელეში, ახალგაზრდობას გვიხანგრძილებს, ამცირებს სიმსივნით დაავადების რისკს და იმუნიტეტს გვიძლიერებს. თანამედროვე საძინებლები სავსეა სინათლით: მონიტორის და ელ. საათის ეკრანების გამოსხივება, მქრქალი შუქები, ქუჩის განათება... საქმე იმაშია, რომ მუდმივად სინათლეზე ყოფნა, პრობლემას უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. მელატონინი და კორტიზოლი მელატონინის გამომუშავება — არის გასაღები იმის აღსაქმელად, თუ რატომ არის ხელოვნური სინათლე ჩვენი ორგანიზმისთვის ასეთი მავნე. მელატონინის გამომუშავება ეპიფიზში (გირჩისებური ჯირკვალი) ხდება. ჰორმონი იმ შემთხვევაში გამომუშავდება, თუ ოთახში სრული სიბნელე არის და ის ძილ-ღვიძილის ციკლს არეგულირებს. მელატონინი ამცირებს სისხლის წნევას, ქვემოთ სწევს სხეულის ტემპერატურას და გლუკოზის დონეს სისხლში ანუ ყველაფერს აკეთებს, რომ ორგანიზმი მშვიდი, ღრმა ძილით უზრუნველყოს.
განათებულ გარემოში დიდი რაოდენობით კორტიზოლის ჰორმონის გამომუშავდება ხდება, ხოლო სიბნელეში – პირიქით, მისი რაოდენობა მცირდება. დღის მანძილზე ეს ჰორმონი ჩვენს ენერგიას ანაწილებს, ხოლო ღამე – გვატყობინებს, რომ ძილის დრო მოვიდა. ეს ბუნებრივ პირობებში ხდება. მაგრამ, როდესაც საქმეში ხელოვნური განათება ერთვება, სხეული სინათლეზე რიაგირებს და ღამის საათებში, კორტიზოლის რაოდენობა იზრდება. რაც თავის მხრივ, უძილობის მიზეზი ხდება. ღამის საათებში, «სტრესის» ჰორმონის მაღალი დონე, ასუსტებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას. გარდა ამისა, იმის გამო, რომ ჰორმონი უდროო დროს გამომუშავდება, ძილის გარდა, მადის დაქვეითებაც ხდება.
სინათლე ძილის წინ კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ადამიანი ძილის წინ, დროს ხელოვნური შუქით განათებულ ოთახში ატარებს, მბჟუტავ სინათლეზე ძილთან შედარებით, მელატონინის გამომუშავების დრო, 90 წუთით მცირდება. ხოლო განათებულ ოთახში ძილის შემთხვევაში, მელატონინის რაოდენობა 50% მცირდება. სიმსივნის საშიშროება სამწუხაროდ, ჰორმონების გამომუშავების დარღვევა მხოლოდ უძილობას კი არა, უფრო სერიოზულ შედეგს იწვევს, მაგ., სიმსივნეს. 10 წლის მანძილზე ტარდებოდა კვლევები, რომლის შედეგები ამტკიცებს, რომ სინათლეზე ძილი ზრდის სიმსივნით დაავადების რისკებს. მბჟუტავი და ცისფერი სინათლე, დეპრესია და იმუნიტეტი სამწუხაროდ, ღამის საათებში, ჩვენს ჯანმრთელობას ზიანს მხოლოდ ძლიერი სინათლე კი არა, მბჟუტავი ნათებაც აყენებს. კვლევამ, რომელიც ზაზუნებზე ჩაატარეს, დაამტკიცა, რომ სუსტი სინათლე, რომელსაც უმრავლესობა ღამე ანთებს – დეპრესიას იწვევს. და სხვა პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ორგანიზმში მელატონინის საკმარისი რაოდენობა, დაბერების პროცესს აფერხებს. ის ტვინის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან იცავს და ხელს უშლის მათ დეგენერაციულ ცვლილებებს. ჰორმონი ანტიოქსიდანტის ფუნქციას ასრულებს, იცავს რა ტვინის შინაგან უჯრედებს და მისი საჭირო რაოდენობით არსებობა, ადამიანს იცავს პარკინსონის დაავადების განვითარებისგან. რა უნდა გავაკეთოთ? ყოველივე ზემოთ თქმულის შეჯამებით, შეგვიძლია რამდენიმე წესი ჩამოვაყალიბოთ: 1. უნდა მოვაცილოთ საძინებლიდან ყველაფერი, რაც სინათლეს გამოსცემს, თუნდაც ეს სპეციალური მომადუნებელი სინათლეები. მაგ., ე. წ. «ვარსკვლავოვანი ცა» იყოს, რომელიც მთელი ღამის მანძილზე ჩართული არის. 2. უნდა ჩავაქროთ ღამე შუქი, თუნდაც ეს მბჟუტავი ღამის ლამპა იყოს. 3. ჩამოვკიდოთ სქელი ფარდები ან დავხუროთ ჟალუზები, რომ ქუჩის სინათლე არ შემოვიდეს. 4. არ უნდა შევიტანოთ პლანშეტი საძინებელში. და კიდევ, ღამის ცვლაში მუშაობაც უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე! 992 14-ს მოსწონს
|