x
image
-გიჟი
აი, რატომ არ უნდა დატოვოთ ბებია სახლში მარტო–იხალისეთ
image

...ჩემმა მეგობარმა ახალი შარვალი იყიდა, კარგად დაგლეჯილ–მოხარშული. რაღა თქმა უნდა, გარეცხა და რომ გაშრა, საწოლზე დადო. დედამისიც მაშინ დაბრუნდა მაღაზიიდან სახლში. პარკში სველი ხელსახოცების შეკვრა იდო. ერთად წავიდნენ სადღაც. ბებიამ მოაკითხა. სახლში არავინ იყო. იქაურობა "მიალაგა".მერე პარკი გახსნა და ხელსახოცი ამოიღო და გახსნა...

–ტიტუ, რავა დასველებულა...–თქვა მოხუცმა. ნინო და დედამისიც დაბრუნდნენ სახლში. ხედავენ სარეცხის თოკზე "სალფეტკებია" გაფენილი. ბებიამისი კი აივანზე დგას და ეძახის:

–რავა დასველებულა მაგი სასიკვდილე, ძლივს გავაშრე...


ნინომ თავში ხელი შემოირტყა. უცებ თავის ახალ შარვალს მოკრა თვალი...

–ბებია! ეს ხომ გარეცხილი იყო!

–რა იყო, ბებია, გარეცხილი, რავა გაგიფუჭებია!

–გამიფუჭებია?!

–მა, რა გიქნია, შვილო, ის ნახევები კი ამოვკემსე, მარა ის რაცხა კრასკას ვერ მოვუხერხე ვერაფერი...

2
462
5-ს მოსწონს
ავტორი:-გიჟი
-გიჟი
462
  
2017, 5 მარტი, 15:21
საკალელია, არა? :)
სიამოვნებით ჩავეხუტებოდი ამ ბებიას))
0 1 2