თავის მოვლა ყურძნის წიპწების ზეთი-ნებისმიერი დამატენიანებელი, სამკურნალო და მკვებავი კრემის ნაცვლად! 2017, 4 მარტი, 14:56 ალბათ ყველას გვსმენია, ყურძნის წიპწის ზეთის სასარგებლო თვისებების შესახებ. იგი ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და ეგვიპტეში გამოიყენებოდა. წიპწის ზეთი დიდი რაოდენობით შეიცავს სხვადასხვა მჟავებსა და ფლავანოიდებს. სწორედ ფლავანოიდები არეგულირებენ ცხიმოვანი ჯირკვლის სეკრეციას, ხელს უწყობენ კოლაგენის სინთეზსა და აფერხებენ დაბერების პროცესს. ყურძნის წიპწის ზეთი მდიდარია ვიტამინებით: A, E, C, B1, B2, B3, B6, B9, B12 და მიკროელემენტებით: კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, რკინა. წიპწის ზეთს ფართო გამოყენება აქვს კოსმეტოლოგიაში. კვლევებმა ცხადყო, რომ მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტი ოქსიდანტური, ანტი ჰისტამინური, ანტი მიკრობული და ანტი ალერგიული თვისებები. სახისა და სხეულის მოვლა მოიცავს შემდეგ საკითხებს: დერმატიტი, აკნე, ნაოჭები, სისხლჩაქცევები, სიმშრალე, ქავილი და ასაკობრივი ლაქები. ლინოლეინის მჟავას, რომელსაც წიპწის ზეთი შეიცავს, ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. გამოიყენება აკნესა და დერმატიტის სამკურნალოდ. იგი ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, რაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი კანის შესანარჩუნებლად. შეგიძლიათ, ყურძნის ზეთი სახისა და სხეულის მოსავლელად გამოიყენოთ. დაიტანეთ მცირე რაოდენობის ზეთი დაზიანებულ ადგილებში, 2-3 ჯერ დღეში. იმ შემთხვევაში, თუ აკნესკენ გაქვთ მიდრეკილება, წიპწის ზეთს დაუმატეთ ჟოჟობას ზეთი და ისე შეიზილეთ კანზე. მისი გამოყენება შეგიძლიათ კანის დასატენიანებლადაც. უბრალოდ, რამდენიმე წვეთი დაუმატეთ თქვენს სახის კრემს. ყურძნის წიპწის ზეთი კვებავს და არბილებს კანს, იცავს გარემო ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედებისაგან. გარდა კანისა, მისი საშუალებით შეგიძლიათ შეინარჩუნოთ და გაიჯანსაღოთ თმის სტრუქტურა. იგი ასევე ამაგრებს ფრჩხილებს და ხელს უშლის მის დასუსტებას. გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა- ნუ გამოიყენებთ წიპწის ზეთს იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ალერგია ყურძნის პროდუქტებზე; ჭარბი დოზირება- დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გაოიწვიოს თაბრუს ხვევა, გულის რევა, თავის ტკივილი და მუცლის ტკივილი; მედიკამენტების მიღების დროს- შეათანხმეთ თქვნს მკურნალ ექიმთან შესაძლებელია თუ არა პარალელურად წიპწის ზეთის გამოყენება. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ცივი გამოწურვით დამზადებული წიპწის ზეთი შეიცავს ამ ჯადოსნურ თვისებებს. სხვა შემთხვავაში სასარგებლო თვისებებს კარგავს და ვერანაირ სარგებელს ვერ მოგიტანთ. იხილეთ აგრეთვე: სოდა, იოდი და მარილი -თქვენი ჯანსაღი ფრჩხილების საიდუმლო ჟელატინისა და აქტივირებული ნახშირის ნიღაბი სახის კანისთვის ლიმონიანი წყალი - ჯანმრთელობის ელექსირი! კანაფის ზეთი სიმსივნესა და სხვა უამრავ დაავდებას კურნავს! რატომ არ უნდა გადავყაროთ გოგრის თესლი? ავიტამინოზის ნიშნები და მკურნალობის მეთოდები 2671 7-ს მოსწონს
|