x
image
ნინო დვალაშვილი
სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმის შეჩერება მოითხოვა ?!

image



ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ, რუსთავი 2 -ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა, ოფიციალური შეტყობინება რუსთავი 2-მა სტრასბურგიდან გუშინ საღამოს მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას არხის ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში ავრცელებს და მიღებულ წერილს ასაჯაროებს.image
გვარამიას თქმით :'' როცა ყველა ერთ გუნდად შეკრულია, როცა ყველა რგოლი გამართულად მუშაობს, როცა ქვეყანაში საუკეთესო იურიდიული გუნდი გყავს (შიდაც და კონტრაქტორებიც, და გულშემატკივარი დამხმარე მეგობრებიც), და, რაც მთავარია, როცა მართალი ხარ, სასწაულები სწორედ მაშინ ხდება!!! '' image
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება პარტია რეფორმატორების ლიდერი ირაკლი ღლონტი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა არხის დასაცავად გამართულ აქციებში. ღლონტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს : ''მიუხედავად გამარჯვებისა, დამარცხებულად ვგრძნობ თავს ! ჩვენი ქვეყნის სასამართლომ აღიარა, რომ არ არსებობს და სტრასბურგის ერთმა მოსამართლემ გააკეთა ის, რაც არ გააკეთა არც ერთმა ქართველმა მოსამართლემ ! სტრასბურგის მოსამართლე გაუფრთხილდა ქართულ დემოკრატიას, როცა ქართული სასამართლოს სამი ინსტანციის ვერც ერთი მოსამართლე ვერ გაექცა ცდუნებას 30 ვერცხლად არ გაეყიდა ღირსება !ბედნიერი ვარ, რომ ბრძოლა შეგვიძლია, იმედიანი ვარ ერთიანობით და ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერით !გაჩერება დაუშვებელია, წინ საბოლოო გამარჯვებისკენ ! წინ ქართველი ხალხის უკეთესი აწმყო-მომავლისკენ ! წინ ამბროსი ხელაიას და ილიას გზის ღირსეულად გასაგრძელებლად !''




image



იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიფიგი გამართა. მინისტრის ინფორმაციით, ევროსასამართლომ რუსთავი2-ის საქმეს პრიორიტეტის სტატუსი მიანიჭა.image''მთავრობის სახელით მსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ კორესპონდენციათა დაკავშირებით, რაც რამდენიმე წუთის წინ ჩვენმა მთავრობამ მიიღო სტრასბურგის სასამართლოსგან. ამ საქმეს მოსამართლემ მიანიჭა პრიორიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან გაგზავნილ სხვა ნებისმიერ საჩივარზე ადრე, იქნება ეს ციხიდან გაგზავნილი, რიგითი მოქალაქის მიერ გაგზავნილი, თუ სხვა, ამ ყველა საჩივარზე ადრე განიხილავს მოცემულ საქმეს. ჩვენ პროცედურის დაცვით მივყვებით ამ საქმეს ისე, როგორც იწარმოება ნებისმიერი სხვა საქმე სტრასბურგის სასამართლოში, ''- განაცხადა წულიკიანმა.

0
62
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0