კერძები ხორცისაგან ხორცის ცხობილა (ცხობილების რამდენიმე ვარიანტი) 2017, 4 მარტი, 0:24
კერძი, რომლითაც შეგიძლიათ თავი მოიწონოთ სტუმრებთან და ახლობლებთან, ეს არის ფრანგული ცხობილა ხორცით, რომელიც ჩემი ერთერთი საფირმო კერძია და რომელიც სხვადასხვა ვარიანტით შეგიძლიათ მოამზადოთ. არის საკმაოდ მარტივად მოსამზადებელი, სუფრაზე მიმზიდველად და მადისაღმძვრელად გამოიყურება და ძალიან გემრიელია.
მასალად საჭიროა:
მომზადების წესი:
- ავიღოთ ფორმა, რომელშიც უნდა მოვამზადოთ ცხობილა, გამოიყენეთ ისეთი, რომელიც სუფრაზე დასადებად გამოდგება, რადგან კერძიანად უნდა მოთავსდეს სუფრაზე ცხლად გამზქურიდან გამოღებისთანავე. მე ვიყენებ მინის ცეცხლგამძლე ჭურჭელს, რადგან მასში მომზადებული კერძი სუფრაზე ლამაზად გამოიყურება;
- მოასხით ზეთი თვალდათვალ ისე, რომ ზედმეტიც არ მოგივიდეთ. მთავარია მასზე თანაბრად იქნას მოსხმული;
ინგრედიენტების რაოდენობა შეგიძლიათ გაზარდოთ საცხობი ფორმის ზომის მიხედვით.
კარგად გახურებულ გაზქურაში შედგით და აცხვეთ 1 საათი, ხორცს ჭირდება მაღალ ცეცხლზე მომზადება. ზემოდან ყველი დადნება და ოდნავ შეიფერება, მთავარია ძალიან არ დაიწვას.
მეორე ვარიანტი:
თევზის ცხობილა
პრინციპი აქაც იგივეა.
- ფსკერზე მოასხით ზეთი, შემდეგ კარტოფილის ნაჭრები, ხახვი შეგიძლიათ მოაწყოთ, შეგიძლიათ არა, მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი; შემდეგი ფენა - წვრილ გრძელ ჩხირებად დაჭრილი გარეცხილი და კანგათლილი სტაფილო მოაყარეთ კარგად, შემდეგ მოაწყვეთ კარგად გარეცხილი და საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი თევზის ფილე, შემდეგ ისევ მარილი და პილპილი მოაყარეთ, მოასხით მაიონეზი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით გაზქურაში, 1 საათის შემდეგ გამოიღეთ და მოაყარეთ დაჭრილი ცერეცო.
ყველა ვარიანტი ძალიან გემრიელია, ხოლო ჩემი საფირმო კერძი არის პირველი ვარიანტი - ცხობილა ხორცით და ბოლო ვარიანტი - ცხობილა თევზით. 209 1-ს მოსწონს
|