დიეტოლოგია ცხოვრება ჭარბი წონის გარეშე... და არანაირი დიეტა! 2018, 25 ოქტომბერი, 9:47 1. დილით უზმოზე — 2 ჭიქა წყალი, შეიძლება ლიმონით. 4. არ შეიძლება საკვების მიღება 6 საათის შემდეგ, — ეს ჭარბი წონის მოცილების მსურველთა მთავარი პოსტულატია. სინამდვილეში, საკვების მიღება დაძინებამდე 3-4 საათით ადრე შეიძლება. 6. მიირთვით ხშირად და ცოტა-ცოტა. ნივთიერებათა ცვლის დაჩქარების იდეალური ვარიანტი, საკვების მიღება, ყოველ 3 სთ-ში ერთხელ არის (დღეში 5-ჯერ). 7. საკვები კარგად დაღეჭეთ, ნელა და დაფიქრებულად. ესეც ერთ-ერთი ხერხია მეტაბოლიზმის ასამუშავებლად. იცით, რატომ არის, რომ ზოგი ადამიანი დიდი რაოდენობით საკვების მიღების მიუხედავად, მაინც არ სუქდება? — იმიტომ, რომ მეტაბოლიზმი (ნივთიერებათა ცვლა) აქვთ კარგი! 8. კონტრასტული შხაპი — ყველაფრის წამალია. ის აუმჯობესებს სისსხლის ცირკულაციას, შესაბამისად, – აჩქარებს მეტაბოლიზმს. რაც თავის მხრივ, აქრობს ცელულიტს, აუმჯობესებს სახის კანის ფერს და ადამიანს ნებისყოფის უნარს გამოუმუშავებს. ასე, რომ, თუ სუფრასთან დაჯექით, ადგომას ნუ იჩქარებთ. 12. მუცლის არეში ცხიმის მოცილება პრესის ვარჯიშებით შეუძლებელია. ასეთი ვარჯიშით პრესი გექნებათ, მაგრამ ცხიმის ფენის ქვეშ. და უნდა ითქვას, რომ პრესის გაჩენა, მუცლის მოცულობას კი არ ამცირებს, პირიქით – ზრდის. 15. თეთრი და შავი პური ერთნაირად კალორიულია და მნიშვნელობა არა აქვს, არჩევანს რომელზე შეაჩერებთ. უმჯობესია, თუ პურზე საერთოდ იტყვით უარს! 17. სხვათა შორის, ანდაზა – «საუზმე თავად მიირთვი, სადილი მეგობარს გაუნაწილე, ხოლო ვახშამი მტერს დაუთმეო», სრულიად სამართლიანია. სადილის შემდეგ, კარგი იქნება თუ ტკბილეულის, ფქვილეულის და კალორიული ხილის მირთმევისგან თავს შეიკავებთ. შეგიძლიათ მიირთვათ უცხიმო რძის პროდუქტები და მწვანე ფერის ხილი და ბოსტნეული. 18. შეძლებისდაგვარად უარი თქვით მაღაზიის წვენებზე – კალორიულია, მავნებელია, ბევრ შაქარს შეიცავს. წარმოიდგინეთ, რისგან ამზადებენ მას: წყალი, შაქარი, საღებავი და ასკორბინის მჟავა. 19. ნაყინი — მტერი არ არის. მაგრამ, ვაფლი – ნამდვილად არ არის სასარგებლო. 20. ტკბილეულიდან შეგიძლიათ მიირთვათ შავი შოკოლადი, მარმელადი, თაფლი – მცირე ოდენობით, და კიდევ, ჩირი, მაგრამ დღის პირველ ნახევარში. 22. ორგანიზმი აუცილებლად უნდა იღებდეს კალორიების მინიმალურ რაოდენობას (1800 კკალ) და სასარგებლო ნივთიერებებს. დიეტას ნუ დაიცავთ! პრაქტიკულად, ნებისმიერი დიეტა — ძალიან მკაცრი შეზღუდვაა ორგანიზმისთვის. გარდა ამისა, თუ დაიკლებთ მაგალითად, 5 კგ-ს, აქედან 4 — წყალი და კუნთის მასა იქნება და მხოლოდ 1 კგ იქნება ცხიმი. დიეტის შემდეგ ყველაფერი უკან ბრუნდება, ცხიმის მასა კი – გაორმაგებული რაოდენობით, რადგან მკაცრი დიეტის შემდეგ, სტრესიდან გამოსული ორგანიზმი, პირველ რიგში, ცხიმის მარაგის შევსებას იწყებს. მაგრამ, დიეტა თუ მაინც დაიცავით, დაწყებიდან მეოთხე დღეს, კალორიების რაოდენობა თანდათანობით გაზარდეთ . საერთოდ, დიეტაზე უკეთეს შედეგს სწორი კვება იძლევა — საკვები – ზომიერად, ახლად გამოწურული ხილის და ბოსტნეულის წვენები, მწვანე ჩაი, ჩირი, მზესუმზირა (გასარჩევი, დღეში 50-100 გრ.)... 23. ზურგი ყოველთვის სწორად უნდა გეჭიროთ. 2 დღე გაგიჭირდებათ, შემდეგ საქმე უფრო გაგიმარტივდებათ, ხოლო 3 თვის შემდეგ — ჩვევად ჩამოგიყალიბდებათ. ლამაზი ფიგურა, ლამაზი ზურგის გარეშე — არაფერია! აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფართოდ გავრცელებული აზრი საუნაში ზედმეტი კილოგრამების მოცილებაზე, ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს. საუნაში სტუმრობისას ორგნიზმი წყალს კარგავს, ხოლო ცხიმი ადგილზე რჩება. და ბოლოს, ბევრი თვლის, რომ დიაბეტებისთვის განკუთვნილი პროდუქტი უფრო ნაკლებად კალორიულია. არც ეს არის სიმართლე! ამ პროდუქტების კალორიულობა ჩვეულებრივისგან არაფრით განსხვავდება, უბრალოდ მათში, შაქარი ფრუქტოზათი არის ჩანაცვლებული.თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: 576 6-ს მოსწონს
|