პროფილაქტიკა იცით რატომ მელოტდებიან ადამიანები ? 2017, 2 მარტი, 20:33 თმის ცვენა პირველ რიგში დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ პრობლემასთან.არასრულ- ფასოვნების განცდა-ეს არის პირველი მიზეზი, რის გამოც სცვივათ ადამიანებს თმები, ეს ფაქტი ქალბატონებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თმის დაკარგვა, ამცირებს მათ თვითშეფასებას და ვარდებიან სტრესულ მდგომარეობაში, რაც შემდგომში კიდევ უფრო მეტ ცვენას იწვევს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ქალბატონებს შეუძლიათ დაიბრუნონ თმები, თუ მოიშორებენ უარყოფით ემოციურ მდგომარეობას. დამტკიცებუ- ლია, რომ ქალბატონები იშვიათად მელოტდებიან, ვიდრე მამაკაცები, რადგან ქალები მეტად უვლიან და ივარცხნიან თმებს. ეს სიმართლეა, მუდმივი კანის მასაჟი აძლიერებს სისხლის მოძრაობას, ხელს უწყობს კანის რეგენერაციის დაჩქარებას, ხდება მათი შევსება სასარგებლო ნივთიერებებით, რომლებიც აძლიერებენ თმებს. ცნობილია, რომ სოფლად მცხოვრებ ქალბატონებს გრძელი, ჯანმრთელი თმები აქვთ, ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ მუდმივად სუფთა ჰაერზე ყოფნა, ჯანმრთელი კვება და ბუნებრივი საშუალებების გამო- ყენება დადებითად მოქმედებს თმის ზრდაზე და ხარისხზე.თმის ცვენა შესამჩნევი ხდე- ბა ორსულობის დროს, ხშირად ეს დროებითია და არ წარმოადგენს შეშფოთების მიზეზს როგორც კი ჰორმონები ქალის ორგანიზმში, ჩადგება ნორმაში თმები თვითონვე დაიწყე- ბენ აღდგენას, თუ თმის ცვენა არ შეჩერდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჰორმონალური ფონი თქვენს ორგანიზმში დარღვეულია.ბევრ ქალბატონს თმის ცვენა ეწყება კლიმაქსის პერი- ოდში, იმიტომ, რომ ამ დროს იცვლება არა მარტო ჰორმონალური ფონი, არამედ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. გამელოტების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: 1. მემკვიდრეობითი ფაქტორი-თუ ოჯახში, რომელიმე ახლობელი მელოტი იყო, დიდი ალბათობით თქვენც გამელოტდებით. 2. ჰორმონალური დარღვევები ორგანიზმში. 3. ნერვოზი და ხშირი სტრესი. ამ მიზეზების გამოც შეიძლება გაგცვივდეთ თმები: მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტი. წამლების ხშირი მოხმარება. გადატანილი ძლიერი ინფექციები. თავის თმიანი ნაწილის ან თმების დაავადებები. რენტგენის დასხივება, ქიმიოთერაპია. ქერტლი. როგორც კი შენიშნავთ, რომ დაგეწყოთ თმის ცვენა, მიმართეთ ექიმს, თავისდროული მკურნალობა დაგახმარებათ, შეინარჩუნოთ არამარტო თმები, არამედ სილამაზეც. 111 6-ს მოსწონს
|