ელი სააბი 1964 წელს ლიბანში, ბეირუთში, კათოლიკეების ოჯახში
დაიბადა. ბავშვობაში კერვამ გაიტაცა, დარწმუნებული იყო, რომ ამ საქმეს
მთელ ცხოვრებას მიუძღვნიდა და დიდ წარმატებასაც მიაღწევდა. 1981 წელს ელი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დიზაინერობის ხელოვნებას დაეუფლა. ერთი წლის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა და საკუთარი მოდის სახლი გახსნა. 1997 წელს სააბი პირველი არაიტალიელი დიზაინერი გახდა, რომელმაც იტალიის ეროვნული მოდის სახლის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ, ელი სააბის სახელი სამუდამოდ დამკვიდრდა მოდის ინდუსტრიაში. 2000 წელს დიზაინერმა პარიზში სალონი გახსნა, 2003 წელს კი სააბის მოდის სახლი მაღალი მოდის სინდიკატის წევრი გახდა. ელიმ მსოფლიო აღიარება 2000 წელს პოვა, როდესაც ჰოლი ბერიმ ოსკარის ცერემონიალისთვის კაბა მისი კოლექციიდან აირჩია და ამ სამოსით გახდა მთავარი ჯილდოს მფლობელი. დღეს კი, ელი სააბის სამოსით, წითელ ხალიჩაზე უამრავი ვარსკვლავი იწონებს თავს. ელი სააბმა მაღალი მოდის კვირეულზე, საზოგადოებას 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარუდგინა: