x
image
ნინო დვალაშვილი
ავიტამინოზის ნიშნები და მკურნალობის მეთოდები

image
ავიტამინოზის დროს ორგანიზმი განიცდის მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობას, რაც განსაკუთრებით, ზამთრის მიწურულსა და გაზაფხულის დასაწყისში შეიმჩნევა. სწორედ ამ დროს ორგანიზმი დასუსტებულია და მთელი რიგი ვირუსული დაავადებების, ინფექციებისა და მოტეხილობების განვითარების
საშიშროების წინაშე იმყოფება. ზამთრის პერიოდში მცირდება ახალი ხილის მიღება, ზაფხულშიც რთულია, საჭირო რაოდენობის ვიტამინების მიღება. ავიტამინოზს იწვევს ერთგვაროვანი დიეტა, დაუბალანსებელი კვება და საკვები, რომელიც დაბალი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს. პირდაპირი გაგებით, ავიტამინოზი არ ითვლება სერიოზულ დაავადებად, თუმცა ვიტამინების მწვავე დეფიციტი უკვე პათოლოგიაა. 100 წლის წინ ავიტამინოზი მხოლოდ მეზღვაურ მამაკაცებს ემართებოდათ, დღეს კი ძალიან ბევრს ადამიანს აწუხებს ეს პრობლება, განსაკუთრებით კი

ქალებს, რომლებასც ყველაზე მეტად რკინის, იოდისა და სელენის მიღება სჭირდებათ.



imageავიტამინოზის სიმპტომები პირველ რიგში, თქვენს კანზეა შესამჩნევი. ამ დროს კანი დუნდება, ხდება მშრალი, ფერმკრთალი და ადვილად გაღიზიანებადი. ტუჩის კუთხეებში კანი იბზარება, სპეციალური კრემების გამოყენების შემთხვევაშიც კი, ეს დაზიანება არ ქრება. ღრძილებიდან იწყება სისხლდენა. ავიტამინოზის მქონე პაციენტები ხშირად უჩივიან სისუსტეს, მუდმივი დაღლილობის სინდრომს, აპათიურობას. გარდა ამისა, ავიტამინოზმა შეიძლება გამოიწვიოს მორეციდივე დაავადებები: ჰერპესი, სოკო და ა.შ

image


ავიტამინოზის მკურნალობა - ექიმები ვიტამინების ნაკლებობისას, პაციენტს სხვადასხვა მინერალებისა და ვიტამინების ნაკრებს უნიშნავენ. გახსოვდეთ, რომ ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებისა და მინერალების ხელოვნური გზით მიწოდება, მხოლოდ დროებით შეიძლება და არა ხანგრძილივი დროის განმავლობაში. ამ შენთხვევაში, ყველაზე კარგი გამოსავალია, ზუსტად ვიცოდეთ, რომელი საკვები პროდუქტი დაგვეხმარება და აღადგენს, ჩვენს ორგანიზმში, ვიტამინი A-ს რაოდენობას.



imageარსებობს ავიტამინოზის მკურნალობის ხალხური მეთოდები:


მოცხარი ანუ სმაროდინა -1 ს/კ კენკრას დაასხით 1ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ 4 საათით, გადაწურეთ და მიირთვით ნახევარი ჭიქა, დღეში 2-ჯერ;



ასკილი: ერთ ლიტრ წყალში ჩაყარეთ წინასწარ დაჭრილი, 5 ს/კ ასკილი, 10 წუთით დადგით დაბალ ცეცხლზე, გადმოდგით და გააჩერეთ 8 საათით. მიღებული სითხე, მთელი დღის განმავლობაში, ჩაის მაგივრად მიირთვით;


არყის ფოთლები: 100 გრამი არყის ფოთოლი ფრხილად დაანაწევრეთ, უმჯობესია თუ ამას ხელით გააკეთებთ და არა დანით. დაასხით 500მლ ადუღებული წყალი, გააჩერეთ 4 საათის განმავლობაში და მიიღეთ დღეში 3-ჯერ.



imageნიორი - ვიტამინების ნაკლებობის დროს, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. შეგიძლიათ მიირთვითათ დღეში 3 კბილი ნიორი. თუ ეს დისკომფორტს შეგიქმნით მისგან ნაყენი მოამზადეთ: ამისათვის 1 თავ გარჩეულ ნიორს დაასხით 300გრ არაყი. მჭიდროდ დაახურეთ და 3კვირის განმავლობაში, ბნელ ადგილას შეინახეთ. მიიღეთ 20 წვეთი, 3-ჯერ დღეში. მეტი ეფექტისთვის ნახევარი ჭიქა რძე დააყოლეთ.








იხილეთ აგრეთვე:

დაბალი ჰემოგლობინის ნიშნები და მისი მკურნალობის მეთოდები


სოდიანი წყლით სიმსივნისა და სოკოს მკურნალობა!


რა სარგებელი და ზიანი მოაქვს თაფლიანი წყლის მიღებას?


თირკმელების დაავადების ნიშნები და მისი მკურნალობის მეთოდები


როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები სახლის პირობებში- ახალი ხალხური მეთოდები


რა სიმპტომები ახასიათებს გასტრიტს და როგორ ვიმკურნალოთ სახლის პირობებში?

2
1628
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
1628
  
2017, 2 მარტი, 19:40
ნამდვილად საჭირო სტატიაა.
0 1 2