x
image
მთვრალი12
"ნაწამებ ძაღლს თავშესაფრისკენ ჰქონდა გეზი აღებული. გადარჩენის გზას ეძებდა"

imageთამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარის ოფიციალური ფეისბუქგვერდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.ფოტოზე აღბეჭდილია ძაღლი, რომელიც გაგუდული იპოვეს.სავარაუდოდ ერთ-ერთმა იქვე მომუშავე პიროვნებამ ძაღლს პირი მავთულით ისე შეუკრა, რომ ძაღლს სუნთქვის საშუალებაც არ დაუტოვა.იხილეთ ტექსტი სრულად : "დღეს კაიროს ქუჩაზე, თავშესაფრის მეპატრონემ მოგუდული ძაღლი იპოვა. ვიღაც უღმრთო ადამიანს ძაღლისთვის ცხვირზე ისე წაუჭერია ლითონის მავთული, სუნთქვის საშუალება არ დაუტოვებია მისთვის. სავარაუდოა, რომ ძაღლისთვის ახლობელი იყო ის, ვინც ეს ჩაიდინა, რადგან ამხელა ნაგაზი უცხოს არ მიიკარებდა და მით უმეტეს მავთულის ჩაბმის საშუალებას არ მისცემდა.
ვისაც ენდო სწორედ მან უღალატა...
ნაწამებ ძაღლს თავშესაფრისკენ ჰქონდა გეზი აღებული. გადარჩენის გზას ეძებდა და იმედით მოდიოდა ჩვენამდე. დაყეფება ა...რ შეეძლო, რომ ვინმესთვის ხმა მიეწვდინა. სულ არაღაც 200 მეტრი აშორებდა გადარჩენამდე, მაგრამ.... სამწუხაროდ, ვეღარ მიაღწია იქამდე. სუნთქვაშეკრული ძაღლი დაეცა.
თავშესაფრის მეპატრონემ ქუჩის ძაღლების დაპურებისას შენიშნა გზაზე მყოფი უსულგულო ძაღლი.
ახლოს მივიდა, ხელის დადებით იგრძნო, რომ მის სხეულს ჯერ კიდევ შერჩენოდა სითბო, თუმცა სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა მის ლამაზ სახეს.
ბატონმა თამაზმა საპატრულო პოლიცია და ცხოველთა მონიტორინგის სამსახური გამოიძახა. საქმე აღიძრა, მაგრამ...
აღარაფერი ეშველება არც ძაღლს და იმ ადამიანს, ვინც ეს ძაღლი გაწირა სიკვდილისთვის.
" - აქვეყნებს თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი სოციალურ ქსელშიimage

0
77
2-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0