x
image
მთვრალი12
"მიშველეთთთ კოლეგებო, ჟურნალისტებო! ლისს და წოდორეთს არ აღირსეს..."

imageჟურნალისტი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს მიმართავს და საკუთარ ფეისბუქ გვერძე ვრცელ განცხადებას აქვეყნებს : "მიშველეთთთ კოლეგებო, ჟურნალისტებო! ლისს და წოდორეთს არ აღირსეს გარე განათება და სოფლის წარწერა! ამიტომ მივმართავ გუბერნატორს - გოჩა ზეიკიძეს!!!!!
ჩვენი საერთო სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ბატონო გოჩა! და როგორც ჩვენი რაიონის მცხეთა-მთიანეთის (ახალ) გუბერნატორს მინდა სწორედ 26 მაისს შემოგჩივლოთ და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ მოგთხოვოთ: 1. ვაკიდან წოდორეთში გადმოვსახლდით - ღვინის გზას შევუერთდით, მარანი გავხსენით და მსოფლიოს ყველა წერტილოდან ვიღებთ და ველით სტუმტებს და იქნებ, მილიონი წერილის, მომართვის, მოთხოვნის და ბოლოსდაბოლოს, ჩვენი უფლებების გათვალისწინებით, მოგვიგვაროთ (სწორედედ ესაა თქვენი მოვალეობა) და სოფელ ლისსა და სოფელ წოდორეთს დააწეოთ სოფლის სახელები!!!! ვერ გვაგნებენ - გერმანელები, დანიელები, მონაკოელები, უკრაინელები, ქართველები........ 21 საუკუნეა, ბნელი ტრასით, უბუნკეროდ, სოფლის წარწერების გარეშე - მოგმართავთ მე - ჟურნალისტი ესმა კუნჭულია ჩემი ოჯახისა და სოფლის სახელით, შეგახსენებთ - ეს თქვენი მოვალეობაა!!!!
ბატონო გოჩა - მიხედეთ ლისს და წოდორეთს!!!!! აქვე ვართ, თბილადან 8 კილომეტრში!!!!! ყოველ კვირას გვაშუქებს ყველა ტელევიზია, მალე სტუმრად პრემიერმინისტრსაც ვპატიჟებთ (თუ მოაგნებს), ელჩებს, უცხოურ ორგანიზაციებს.... ყველა (ძლივსმოგნებული) სტუმარი თქვენ გკითხულობთ, კი მაგრამ ამ რაიონს არ ჰყავსო პატრონიო?
მთავრობის ინერტულობამ და უყურადღებობამ დაგვღალა. Google კოსმოსიდან გვპოულობს და რიგითი ტურისტი თუ სტუმარი - ვერ გვპოულობს! უღრან ტყედ გვაქციეთ და სტუმრები - ჯიპიეს ნავიგატორებით გვეძებენ და აღმოჩენის შემთხვევაში, სიხარულით ცას ეწევიან....
ბატონო გ ო ჩ ა, პირადად ველი თქვენს პასუხს და ველი პირად რეაგირებას! ეს ჩემი მობილია 599 411610 და რა სისწრაფითაც შემეხმიანებით, იმდენ ქულას დაგიწერთ!!!!!
პატივისცემით, ესმა კუნჭულია
პ.ს. ამობრძანდით (თუ მოგვაგნებთ) არ ინანებთ, რასაც წოდორეტის მარანში იხილავთ და დაგხვდებათ!!!!"image


0
310
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0