ასტროლოგია ქალწული-მამაკაცი(ლინდა გუდმენის ასტროლოგიის მიხედვით) 2012, 10 ივნისი, 20:47 ![]() სიყვარულში ქალწული, უპირველეს ყოვლისა, ხარისხს დაეძებს და არა რაოდენობას. ხოლო რადგან მაღალხარისხოვანი ქალები იშვიათია, ქალწული მამაკაცის ცხოვრებაში ძალიან ცოტა რომანია. უმეტესად ისინიც ტრაგიკულად მთავრდება. ასეთ შემთხვევაში ქალწულის ჩვეულებრივი რეაქცია განმარტოება, სამუშაოში ჩაფლობა და შემდგომში მეტი სიფრთხილის გამოჩენაა. ქალწული მამაკაცი დახვეწილი მაცდუნებელია, თუმცა ყოველთვის ვერ გრძნობს რას სჩადის, მისი გონებამახვილობა და რაციონალიზმი ბევრ ქალს ხიბლავს. მაგრამ ქალწული-მამაკაცის ვნების ასანთებად მისი სიყვარულის ობიექტი ჭეშმარიტად უნიკალური უნდა იყოს. თუ ქალწული-მამაკაცი შეგიყვარდათ, დაუფიქრებლად ნურაფერს ნურასდროს იტყვით. გონებაჩლუნგი და უმეცარი ადამიანი ქალწულს ბინძურზე და ვულგარულზე ნაკლებად როდი სძულს. ქალწულის მეგობარ ქალს ვურჩევდი მოხდენილ ვარცხნილობასთან ერთად ჭკუაც იქონიოს. 3489 5-ს მოსწონს |
ჩემს "ქალწულს" გაუმართლა...