x
image
დათო შაროვი
როგორ მოვიქცეთ, თუ თავში ხმაური გვესმის ?
image


უცხო ხმები, რომლებიც წარმოიშობა თავში, ნაცნობია საკმაოდ ბევრი ადამიანისათვის,

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეს მაცნეა პათოლოგიური მდგომარეობის ან არის რომე-

ლიმე დაავადების თანამგზავრი. ამიტომ, ამ პრობლემაში გასარკვევად, ზუსტად უნდა დადგინდეს ხმაურის მიზეზი, ხოლო ამის გამომწვევი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი რამ.
ყველაზე ხშირია სისხლძარღვების პრობლემა. დისტონია იწვევს წნევის ცვალებადობას და ტვინის კაპილარების სპაზმს. ამასთან გამკლავება შეგვიძლია თუ გამოვიყენებთ
სისხლძარღვების გამაფართოებელ წამლებს.ამასთან, უნდა იზრუნოთ გლუკოზის დონის და ადრენალინის ნორმალიზებაზე.ჰიპერტენზიის დროს შევიწროებული არტერიები იწ-


ვევენ პულსირებულ ხმაურს (რადგან ამ დროს სისხლი ძნელად მოძრაობს). ასევე, სავ-

სებით შესაძლებელია ხმაური წარმოშოს ნერვული სისტემის და ფარისებრი ჯირკვლის დარღვევებმა, ყურებში არსებულმა საცობმაც კი. ნეფრიტი (თირკმელების დისფუნქცია) და იოდის დეფიციტიც წარმოშობს ყურებში ხმაურს. გაითვალისწინეთ, რომ ხშირად მა-

შინ მიმართავენ ექიმს, როცა მკურნალობისათვის საუკეთესო დრო უკვე დაკარგულია. მიზანშეწონილია, ვებრძოლოთ ხმაურის გამომწვევ ფაქტორებს, მაგ: იოდის დეფიციტს ან რამოდენიმე ვიტამინის ნაკლებობას (A, E B-ჯგუფის). ასეთი ნაბიჯები აბსოლიტუ-

რად უსაფრთხოა, მაგრამ სასურველია ეს გააკეთოთ ოტოლარინგოლოგთან შეთანხმების შესაბამისად. თავში ხმაურის წარმოშობას შეამცირებთ, თუ თქვენ ყურადღებით მოეკი-

დებით თქვენს კვებას, გააკონტროლებთ სისხლძარღვების მდგომარეობას, რეგულარულად ისეირნებთ სუფთა ჰაერზე, დაკავდებით აქტიური ცხოვრების წესით, შეავსებთ თქვენს ორგანიზმში მიკროელემენტების დეფიციტს (პირველ რიგში იოდის) და მიიღებთ სხვა
საჭირო ვიტამინებს. დაისვენეთ და მოდუნდით-ამ მეთოდს ჯერ არავისთვის მოუტანია ზიანი, გაატარეთ დღეში მინიმუმ ნახევარი საათი სიჩუმეში.


გისურვებთ ჯანმრთელობას !

0
653
7-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
653
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0