სხვა "ცხოვრობენ პარკებგამოკრულ ფიცრულში...არაადამიანურ პირობებში არსებობენ...." 2017, 28 თებერვალი, 9:26 "ბავშვებმა არ იციან ლაპარაკი, წერა-კითხვა კი ოჯახის წევრებმაც ცუდად იციან... სავალი გზიდან ორსაათნახევარი ვიარეთ ფეხით რომ აქამდე ამოგვეღწია" -წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში და ცდილობს კიდევ ერთი გაჭირვებული ოჯახის სიტუაცია გაგვაცნოს.იხილეთ ტექსტი სრულად : "ყურადღება! ვართ ფშავში, სოფელ ხომში, სადაც ამ რაღაცაში ცხოვრობს ჭიკაიძეების ოჯახი... ბავშვებმა არ იციან ლაპარაკი, წერა-კითხვა კი ოჯახის წევრებმაც ცუდად იციან... სავალი გზიდან ორსაათნახევარი ვიარეთ ფეხით რომ აქამდე ამოგვეღწია. მინიმუმ 15 კმ-ში არ არის არანაირი საგანმანათლებლო კი არა რამე დაწესებულება რომ ბავშვები სრულფასოვან ადამიანებად გაიზარდონ. ცხოვრობენ პარკებგამოკრულ ფიცრულში, რომელიც პირდაპირ მიწაზე დგას. იქნებ ვინმეს ჰქონდეს ცარიელი, გამართული სახლი რომელიმე რაიონში, სა...დაც ბაღი და სკოლა იქნება. ოჯახი თანახმაა გადავიდეს საცხოვრებლად, აქ მართლა არაადამიანურ პირობებში არსებობენ. 143 3-ს მოსწონს
|