დღეს მე შემოგთავაზებთ ქართული სუფრის ულამაზეს სადღეგრძელოებს თუ მოგეწონათ კიდევ დავდებ :))
სიყვარულის სადღეგრძელო
მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
იმ მოფერებასა და ალერსს,
იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს
ცრემლით რომ აგვივსებს თვალებს.
მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს,
იმ გრიგალებს და ნიავს,
რომელსაც საალერსო სიტყვები
გულიდან გულთან მიაქვს.
მოდით იმ ღრუბლებს გაუმარჯოს
იდუმალ მოჩურჩულე ღამეს
გაღებულ სარკმელთან, მოწყენილ გოგონას,
წარსულზე რომ ეტყვის რამეს.
იმ მზეს იმ მთვარეს გაუმარჯოს,
იმ შენი ცხოვრების ორ გზას,
ჯერ უთქმელ სადღეგრძელოს გაუმარჯოს
პირველ სიყვარულს და კოცნას !!!
მეგობრობის სადღეგრძელო
მოდი, ამ ჭიქით იმ მეგობრის სადღეგრძელო ვთქვათ,
ლხინის სუფრაზე ბოლომდე რომ გვერდით დაგრჩება,
ვინც შენს სიხარულს, ვით საკუთარს ისე გაიყოფს–
შენი სიკეთე, რომ არასდროს არ შეშურდება!
მოდი!–დავლოცოთ მეგობარი ლხინის ზიარი...
პირველ მოსული...ბოლო სტუმარს რომ გააცილებს,
ჭირში კი არა, ზუსტად ლხინში არ გაგექცევა–
და შენს სიხარულს, ვითარც სხვისას არ აიცილებს!
მოდი, ერთხმად ვთქვათ! არ არსებობს ადამიანი,
რომ არ უნდოდეს მეგობარმა გული გაუთბოს,
მაგრამ წაქცეულს, ხელს რომ კაცი წამოგაშველებს,
იმას კი არა...ლხინის ზიარს!–მსურს გაუმარჯოს!
ეს სადღეგრძელო მეგობრობის, ყველამ დავლიოთ!
სიხარული რომ მის თვალებში აირეკლება,
ადამიანი ხშირად ჭირში...სიბრალულს მოჰყავს–
მაგრამ ასეთი სიხარულში გაგერიდება მოდი,
დავლოცოთ მეგობარი, ლხინის ზიარი–
პირველ მოსული...ბოლო სტუმარს რომ გააცილებს !!!
ეკლესიის სადღეგრძელო
მოდით ამ ჭიქით
ხავსმოკიდებულ ეკლესიას,
ამ ეკლესიაში დანთებულ სანთელს,
ამ სანთლის წინ დაღვრილ ცრემლებს
და ამ ცრემლებში განდობილ,
საიდუმლოს გაუმარჯოს !!!
სულ ეს იყო იმედია მოგეწონათ :)